გალაქტიკების გროვა ბერენიკეს თმებში

 ამ ფოტოზე გამოსახული ობიექტების უმრავლესობა – გალაქტიკებია. გროვა ბერენიკეს თმებში, გალაქტიკების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო გროვაა. იგი რამდენიმე ათასი გალაქტიკისგან შედგება, მილიარდობით ვარსკვლავებით თითოეულში, როგორც ჩვენ გალაქტიკაში – ირმის ნახტომი. სხვებთან შედარებით, ახლოს მდებარეობს, თუმცა მისგან წამოსულ სინათლეს მაინც რამდენიმე ასეული მილიონი წელი ჭირდება ჩვენამდე მოსაღწევად. ეს გროვა იმდენად დიდია, რომ ერთი ბოლოდან მეორემდე სინათლე მილიონობით წელი მოგზაურობს. ბერენიკეს თმებსა და სხვა გროვებში მდებარე გალაქტიკათა უმრავლესობა ელიფსურია, ხოლო კიდეზე მდებარე გალაქტიკები – სპირალური. ბერენიკეს გროვის რენტგენის გამოსხივების ბუნება ჯერ ისევ კვლევის საგანია (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *