ადრეული კომპაქტური ელიფსური გალაქტიკების ”წინაპრები”

 ზედაპირული და კოსმოსური ტელესკოპების გამოყენებით ასტრონომებმა ახალგაზრდა სამყაროს გალაქტიკა-მძიმეწონოსნების ევოლუციის ზოგადი სურათი შექმნეს – უკიდურესად მასიური ელიფსური სტრუქტურებისა, რომელთა არსებობის ფაქტი, დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომთა შეშფოთებას იწვევდა(nbi.ku.dk).

 სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა, თუმცა უკვე 3 მილიარდი წლის მერე მასში ბევრი ელიფსური ფორმის გალაქტიკა იყო, უამრავი რაოდენობის ვარსკვლვებით.

 ”ყველაფერი ეს დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა, რადგან დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 3 მილიარდი წლის მერე ყველაზე უფრო მასიური გალქტიკების ნახევარი, დასრულებული ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესებით, უკვე არსებობდა” – ამბობს სუნე ტოფტი, ნილს ბორის ინსტიტუტიდან(დანია), ახალი კვლევის წამყვანი ავტორი.

 შეგახსენებთ: ტრადიციული შეხედულება გალაქტიკების ევოლუციის შესახებ ამბობს, რომ გაჩენის მერე გალაქტიკები ნელ-ნელა უნდა იზრდებოდნენ, სხვა გალქტიკებთან შემდგომი შეჯახებებით უნდა იმატებდნენ ზომასა და წონაში. კომპაქტური ელიფსური გალაქტიკები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ გახდნენ მასიურები, როცა ირმის ნახტომი და მისი ”კოლეგები” მხოლოდ ფორმირდებოდნენ, ამ რიგიდან აშკარად ვარდებოდნენ და არავინ იცოდა, რატომ. რაც კიდევ უფრო უცნაურია, იქაური ვარსკვლავები ერთმანეთთან გაცილებით ახლო დისტანციებზე არიან, ვიდრე დღევანდელი დღის ელიფსურ გალაქტიკებში, ანუ 10-100-ჯერ ახლოს. ასეთი ციფრები ვარსკვლავთა სფერული გროვებისთვის არის დამახასიათებელი და არა გალაქტიკებისთვის(ყველაზე მჭიდრო გალაქტიკა).

 ცნობილთა შორის ყველაზე ადრეულ გალაქტიკებზე დაკვირვებით, რომლებიც 1-2 მილიარდი წლის განმავლობაში ”მძიმეწონოსნების” ”წინამორბედნი” იყვნენ, ტოფტმა ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს შეადარა(პირველი ვარსკვლავური აკვანი).

 ადრეული გალაქტიკები მტვრითა და გაზით იყვნენ მდიდარი, ვარსკვლავების ფორმირებაც ძალიან სწრაფად ხდებოდა: გამოთვლებით, მათში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების პიკი, გაზების დამზერად მარაგებს თუ გავითვალისწინებთ, 40 მილიონ წელზე მეტ ხანს ვერ გაგრძელდებოდა.

 ამასთან ერთად, უფრო გვიანდელი ელიფსური გალაქტიკები, იერით, ადრეულ სწრაფადგანვითარებად ობიექტებს ძალიან ჰგვანან – იმის გამოკლებით, რომ ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მათში აღარ მიდიოდა, მასა და ზომები კი მათზე გაცილებით დიდი ჰქონდათ(”ჰაბლი” ადრეული სამყაროსათვის დამახასიათებელ გალაქტიკებს ხედავს).

 რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწრაფადგანვითარებად გალაქტიკებს დიდი აფეთქებიდან პირველი 2 მილიარდი წლის განმავლობაში მტვრის სქელი ”გარსები” გააჩნდათ, რაც ინფრაწითელ დიაპაზონით მათი დანახვის საშაულეაბს იძლევა, ეს გარსი გაზების გაფანტვასაც ეწინააღნმდეგებოდა, რომლებსაც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები აცხელებდნენ. ამის შედეგად გაზების სიმკვრივე მკვეთრად იზრდება, ვარსკვლავები კი ძალიან სწრაფად იქმნებიან, თან საკმაო სივიწროვეში. სხვა გალაქტიკებში კი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები გაზებს პერიფერიასა და ჰალოსკენ აძევებენ, სადაც მას მნათობების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება აღარ შეუძლია.

 შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე ათეული მილიონი წლის მერე, მტვროვანი ზეწარის მქონე გალაქტიკები ახალ ვარსკვლავებს ვეღარ წარმოქმნიან, რადგან მათში გაზის რაოდენობა შემცირდა. ვერც ჰალოდან უკან იზიდავენ გაზებს, რადგან იქ არც არაფერი გაუძევებიათ.

komplaqt elifs evolucia
ელიფსური გალაქტიკების ევოლუცია ადრეული სამყაროდან დღევანდელ დღემდე.

 ნაშრომის ავტორთა აზრით, გალაქტიკური ევოლუციის ასეთმა განსხვავებულმა სვლამ ახლა დამზერად მდგომარეობამდე მიგვიყვანა, 10 მლრდ. წლის მერე, სამყაროს გალაქტიკურ მრავალფეროვნებას, სადაც სპირალური გალაქტიკები, რომლებიც ვარსკვლავების გენერაციას განაგრძობენ, უკვე მილიარდობით წლის წინათ ”მკვდარ” ელიფსურ გალაქტიკებთან მეზობლობენ, რომელთა ძირითად ნაწილს უძველესი, დიდხანს სიცოცხლის უნარის მქონე წითელი ჯუჯა გალქტიკები შეადგინენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.