პირველი ვარსკვლავური აკვანი

 ასტრონომებმა რამდენიმე ადრეული გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომლებიც ერთ-ერთ პირველ ვარსკვლავურ აკვნებად შეიძლება ჩაითვალონ. დაკვირვებები ჩატარდა ახლახანს გახსნილი ტელესკოპების მასივით – ALMA(ESO).

 პირველად ეს შორეული გალაქტიკები, აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით, სამხრეთ პოლუსზე არსებული 10 მეტრიანი ტელესკოპით(South Pole Telescope – SPT) აღმოაჩინეს. შემდეგ უკვე ასტრონომებმა ალმას სიმძლავრეები გამოიყენეს, რათა ადრეული სამყაროს ეს ვარსკვლავური ”ბეიბი-ბუმი” უკეთესად, ფართო მასშტაბებში შეესწავლათ.

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მტვრით მდიდარი ვარსკვლავთწარმომქნელი გალაქტიკები სინამდვილეში უფრო შორს არიან, ვიდრე აქამდე ეგონათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათში ეს პროცესები 12 მილირდი წლის წინათ დაიწყო, როცა სამყაროს ასაკი 2 მილირდი წელიც კი არ იყო – მთელი ერთი მილიარდი წლით მცირე, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

 ამ გალაქტიკებიდან ორი, ასეთი ტიპის ცნობილ გალაქტიკათა შორის ყველაზე უშორესები არიან. ისეთი შორეულები, რომ სინათლემ მათგან, ჩვენსკენ მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა სამყაროს მხოლოდ ერთი მილიარდი წელი შეუსრულდა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი გაალქტიკა-რეკორდსმენის სპექტრში წყლის მოლეკულასათვის დამახასიათებელი ზოლები აღმოჩნდა. ისინი დღეისათვის აღმოჩენილ წყლის მოლეკულათა შორის უშორესები არიან.

 ასტრონომთა ჯგუფმა ALMA-ს მაღალი მგრძნობელობით ისარგებლა, რათა ამ 26 გალქტიკის შუქი სამი მილიმეტრის სიგრძის ტალღებზე დარეგისტრირებულიყო.

 კვლევაში 66 ანტენისაგან შემდგარი გიგანტური მასივის მხოლოდ 16 ტელესკოპი იქნა გამოყენებული, რადგან ობსერვატორია, რომელიც 5000 მეტრის სიმაღლეზე, ჩილეს ანდებში პლატო ჩახნანტორზე მდებარეობს, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. სამუშაოების დასრულების მერე ALMA კიდევ უფრო მაღალი მგრძნობელობის გახდება და კიდევ უფრო სუსტი გალაქტიკების დანახვას შეძლებს.

 გრავიტაციული ლინზირების გამო ხილული სიკაშკაშის გაზრდის ზუსტი მაჩვენებლის შესაფასებლად, ასტრონომებმა მათი უფრო მკაფიო გამოსახულებები ALMA-ს გამოყენებით 0,9 მილიმეტრის ტალღაზე გამოიკვლიეს.

 გრავიტაციული დამახინჯებების ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთი შორეული გალქტიკების ნათობა 40 ტრილიონი მზისას აღწევს, რომ ისინი გრავიტაციული ლინზირებით 22-ჯერ არიან გადიდებულები.

 ”აქამდე სუბმილიმეტრულ დიაპაზონში(რადიოასტრონომია) სულ რამდენიმე გრავიტაციულად ლინზირებული ობიექტია აღმოჩენილი. ახლა კი ტელესკოპების SPT და ALMA-ს დახმარებით ათეულობით ასეთი იქნა აღმოჩენილი. ადრე მსგავსი დაკვირვებები ხილულ დიაპაზონში ”ჰაბლის” საშუალებით ტარდებოდა, თუმცა ახალი შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ ALMA ამ მინდორზე ახალი და უძლიერესი მოთამაშეა” – ამბობს კარლოს დე ბროიკი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

httpv://www.youtube.com/watch?v=rw59VFj7CG4

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.