სამხედროებმა NASA-ს ტელესკოპი აჩუქეს

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ ბედი გადაწყვიტა ტელესკოპებისა, რომლებიც მას ადრე ა.შ.შ-ს სამხედრო-კოსმოსურმა სამმართველომ აჩუქა.  ორი ახალი და გასშვებად მზა ინფრაწითელი დიაპაზონის ტელესკოპები ობსერვატორია WFIRST-ის ძირითადი კომპონენტები იქნება. მათ ეკზოპლანეტებისა და ბნელი ენერგიის კვლების საძებნელად გამოიყენებენ(ScienceNow).

 სხვა ვარიანტი, რომელიც საჩუქრის მარსის ორბიტაზე გაგზავნას ითვალისწინებდა, ურყოფილ იქნა: ტექნიკური მახასიათებლების ანალიზმა, ასევე ბიუჯეტმა, აჩვენა, რომ 2,4 მეტრიანი ტელესკოპებიდან მეტი სარგებელის მიღება მათი, დედამიწის ორბიტაზე გატანით შეიძლება. გადაწყვეტილება ასპროცენტიანი არ არის, თუმცა ScienceNow-ს მიერ გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობა ინფრაწითელი ობსერვატორიის მშენებლობას აფასებს, როგორც ყველაზე უფრო პერსპექტიულს.

 ეს სამხედრო თანამგზავრები დედამიწის ზედაპირის ინფრაწითელ დიაპაზონში სათვალთვალოდ არის შექმნილი. მათ ”ჰაბლის” ზომის სარკები აქვთ, თუმცა გააჩნიათ მეტი თვალთახედვის არე. ასტრონომთა აზრით, მინიმალური გადაკეთების მერე ინსტრუმენტის გამოყენება ეკზოპლანეტებსა და რიგ ასტროფიზიკურ მოვლენებზე დასაკვირვებლად იქნება შესაძლებელი, რომელთაც ბნელი მატერიის ბუნების გამოვლენა შეუძლიათ. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, ყველაზე უფრო შორეულ ზეახლებზე დაკვირვება, ასევე მატერიის გადანაწილება სამყაროსეულ მასშტაბებზე(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები): რისთვისაც ერთმანეთში მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობა, მაღალ მგრძნობელობასა და ფართო თვალთახედვის კუთხესთან უნდა იყოს შეხამებული.

 ნასასთვის ახალი ტელესკოპების გადაცემამდე პროექტი WFIRST ეკუთვნოდა პროგრამებს, რომელთა განხორციელება 2020 წელზე ადრე ვერ მოხერხდებოდა, თუმცა მზა ინსტრუმენტების საჩუქრად მიღებამ დანახარჯების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ახლა ორბიტაზე გაყვანის საბოლოო გადაწყვეტილება უკვე 2016 წელს შეიძლება იქნას მიღებული(უშორესი ვარსკვლავური აფეთქება; რეკორდულად ძველი ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.