საიდან იღებენ კოლაიდერში ასაჩქარებელ ნაწილაკებს?

 ამაჩქარებლებს შორის ყველაზე ცნობილი, დიდი ადრონული კოლაიდერია – მიწის ქვეშ ჩაფლული 27 კილომეტრიანი წრიული მონსტრი. სულ 30 000-მდე ამაჩქარებელი არსებობს, რომელთაც მრავალმხრივი პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია, მათ შორის სამედიცინოც – კიბოს მკურნალობა, კვლევა. წრფივი ამაჩქარებლები ელექტრონებს მეტალის სამიზნისკენ მიმართავენ, რომელთან შეჯახების მერე მაღალენერგიული რენტგენის სხივები წარმოიქმნება, მათ კი სიმსივნის უჯრედების განადგურება შეუძლია.

 ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მეცნიერები (1), საჭირო ნაწილაკების წარმოებას თვითონვე ახდენენ. ყველაფერი წყალბადით იწყება, რომლის ბირთვის გარშემო მოძრავ ერთად-ერთ ელექტონს დუოპლაზმატრონი აძევებს. მარტივად კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში, ამ რთულ პროცესში გარკვევა ძნელია იმათთვის, ვინც არ ახლობლობს სტივენ ჰოკინგთან (2) 🙂 .

 წყალბადი გაზია, რომელსაც ამაჩქარებლის პირველ საფეხურს აწვდიან – დუოპლაზმატრონს. ერთ ელქტრონს დუოპლაზმატრონში არსებული ელექტრული ველით აცლიან. რჩება პროტონული, ელექტრონული და მოლეკულური იონების პლზმა, გამფილტრავ ქსელებში გავლის მერე, მხოლოდ პროტონებიღა რჩება.

 ცერნის ფიზიკოსები, კვარკ-გლიუონური (3) პლაზმის შესასწავლად ტყვიის იონებსაც აჯახებენ. წამიერად წარმოქმნილი კვარკ-გლიუონური პლაზმა, სამყაროს გაჩენის დროს არსებულ პირობებს ჰგავს.

 თავისით, არც ტყვიის იონები ჩნდება (ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა). მათ მყარი ტყვიისგან (ტყვია-208) იღებენ, რომელიც 800 გრადუსამდე გაცხელებით აირად იქცევა. შემდეგ მასში ელექტრულ დენს ატარებენ, რომელიც ნიმუშს აიონიზირებს და პლაზმად აქცევს (გაზის იონიზაცია). მიღებული იონები (ატომები ელექტრული მუხტით, რომლებმაც დაჰკარგეს ან მიიღეს ელექტრონები) წრფივ ამაჩქარებელში გადაჰყავთ, სადაც ისინი კიდევ უფრო მეტ ელექტრონებს ჰკარგავენ. კიდევ უფრო მეტი აჩქარების მიღების მერე, ტყვიის იონები მზად არის დიდი ადრონული კოლაიდერის მილში ერთმანეთთან შესაჯახებლად (მოკლედ ელემენტარული ნაწილაკების შესახებ).

 კვარკ-გლიუონური პლაზმის მიღება ოქროს იონების შეჯახებით (ამაჩქარებელი – RHIC, ა.შ.შ.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.