პრობლემა: უწონობა დაბერების პროცესზე მოქმედებს

 ჩვენ, კოსმოსურ სივრცეს ვიპყრობთ, ასტრონავტების გრძელვადიან კოსმოსურ ფრენებში გამგზავრებით. თუმცა ეს, მათ ჯანმრთელობაზე არცთუ ისე კარგად შეიძლება აისახოს.
_ამაზე კვლევის შედეგები მეტყველებან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარდა. მეცნიერები სწავლობდნენ უჯრედებს, რომლებიც სისხლის მატარებელი და ლიმფური ძარღვების შიდა ზედაპირებზეა გადაკრული(ენდოტელიალური უჯრედები). გაირკვა, რომ მიკროგრავიტაცია ამ უჯრდების დაბერებას აჩქარებს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოწვევის ალბათობას ზრდის. აღმოჩენები FASEB Journal-ის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
_”უჯრედოვანი და მოლეკულური დაბერების მექანიზმის გაგება მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარებოდა. ჩვენი კვლევა წამყვან როლზე მეტყველებს პროცესისა, რომელსაც დამჟანგავი სტრესი თამაშობს დაჩქარებული დაბერებისა და დაავადებების პრობლემაში” – ამბობს სილვია ბრადამანტე, კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მილანის მოლეკულური და ტექნოლოგიური მეცნიერების ინსტიტუტიდან.
_ამ მოხსენებაში ბრადამანტემ და მისმა კოლეგებმა ენდოტელიალური უჯრედები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე, მიკროგრავიტაციის პირობებში გამოიკვლიეს, გენების ექსპრესიისა და უჯრედშიგა პროტეინების ღრმა ანალიზით. მათ ეს უჯრედები ნორმალურ გრავიტაციულ პირობებში მყოფ უჯრედებს შეადარეს. კოსმოსში ნამყოფი უჯრედები ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების უამრავ რაოდენობას გამოყოფდნენ და სხვანაირად ექსპრესირებდნენ. ამან ენდოტელის უჯრედებში დამჟანგავი სტრესი გამოიწვია, რასაც, თავის მხრივ, ათეროსკლეროზისა და ბიოლოგიური დაბერებისკენ მივყავართ.
_”ჩვენ, ადამიანების კიდევ უფრო შორეულ კოსმოსში გაგზავნას ვგეგმავთ, ანუ უფრო ხანგრძლივი დროით, ამიტომ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას შევძლებთ. ევოლუციის პროცესში ყველა ჩვენი ბიოლოგიური პროცესები მიზიდულობის ძალასთან არიან ადაპტირებულნი. მის გარეშე ყველა ქსოვილი დაბნეულობაში ვარდება. რაც ყველაზე ცუდია, ისინი დაბერებას იწყებენ!”- აცხადებს ჯერალდ ვაისმანი, FASEB Journal-ის მთავარი რედაქტორი(კიდევ ასტრონავტების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.