მზის ჰიბრიდული დაბნელება

 იშვიათი ტიპის დაბნელება, რომელიც იწყება როგორც ”ცეცხლოვანი რკალი” და შთამბეჭდავ სრულ დაბნელებაში გადაიზრდება, 3 ნოემბერს, ჩრდილოეთ ამერიკიდან აფრიკამდე ჩრდილის მოძრაობის ვიწრო ზოლზე დაიმზირებოდა.
 კვირას მომხდარი მზის დაბნელება იშვიათი ჰიბრიდული დაბნელებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის თავზე რკალური დაბნელების სახით დაიწყო და სრულ დაბნელებაში გადაიზარდა. ეს მაშინ ხდება, როცა მთავრისა და მზის განლაგება ისეთია, რომ საწყის ეტაპზე მთვარის ჩრდილი დედამიწას ვერ წვდება და მთავრის სილუეტის გარშემო ელვარე რკალს ტოვებს. როცა დაბნელება დედამიწის ზედაპირის გასწვრივ პროგრესირებს, ჩრდილი ზედაპირამდე აღწევს, რაც მზის სრული დაბნელების სახით დაიმზირება. ბოლო ასეთი დაბნელება 2005 წლის აპრილში მოხდა. შემდეგი კი 2023 წელზე ადრე არ მოხდება.
მოვლენა, ფოტოგრაფმა ბენ კუპერმა, ბერმუდის კუნძულების მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავიდან გადაიღო, 13 კილომეტრის სიმაღლზე ყოფნის დროს. წარმოდგენილია ფოტო ბრილიანტიანი რგოლის ეფექტით(სხვა დაბნელებები).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=JeCkx2MHc8A

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.