მთვარის ორბიტის ანომალური დახრილობა

 ფრანგმა პლანეტოლოგებმა, ეკლიპტიკის მიმართ(დედამიწისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) მთვარის ორბიტის ანომალური დახრილობა შეისწავლეს(Science News).

 მეცნიერთა შორის აღიარებული თეორიის მიხედვით, მთვარე, ახალგაზრდა დედამიწისა და მარსის ზომის პროტოპლანეტის შეჯახების შედეგად გაჩნდა. ამ მოვლენამ დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ნამსხვრევების გატყროცნა გამოიწვია, რომლებიც შემდეგ მთვარედ შეიკრიბა(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

 ამ ვერსიის მიხედევით, დედამიწის გარშემო მთავრის ბრუნვის სიბრტყის დახრილობა დაახლოებით 1 გრადუსს უნდა უტოლდებოდეს, დამზერადი 5 გრადუსიანი დახრილობის ნაცვლად. მეცნიერებმა რეალურად არსებულ დახრილობამდე მისვლის რამდენიმე ვერსიის კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს.

 4,5 მილიარდი წლის წინათ, დედამიწის გრავიტაციულ ველში სხეული მოექცა, რომელიც 0,6-1,2-ჯერ მასიური იყო მთვარეზე. დაახლოებით 100 მილიონი წლის განმავლობაში ეს სხეული დედამიწის გარშემო ბრუნავდა და მთავრის ორბიტის შეშფოტებას იწვევდა, ხოლო შემდეგ, დედამიწაზე დაეცა. ამის შედეგად, მთვარის ორბიტის დახრილობა დედამიწის მიმართ 10 გრადუსს გაუტოლდა, დროთა განმავლოაბში კი დღევანდელ ხუთამდე დავიდა, ხოლო პლანეტის ზედა ფენები რკინით, ოქროთი და პლატინით გამდიდრდა.

 აქამდე ივთლებოდა, რომ ეს ელემენტები ადრეული დედამიწის სიღრმეებში ჩაიძირა, ხოლო ქერქში არსებული მარაგი, ასტეროიდული წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, თუმცა რატომ ცვიოდა ეს ასტეროიდები მხოლოდ დედამიწაზე, ხოლო მთვარეზე კი არა, პასუხგაუცემელი რჩებოდა(მთვარის გაჩენის ორი სცენარი; NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა; ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ; რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.