მზის ჩასვლა მარსზე

 როგორია მზის ჩასვლა მარსზე? ამის საჩვენებლად, 2005 წელს მარსმავალი ”სპირიტი” გაჩერებული იქნა ადგილზე, საიდანც გუსევის კრატერის შორეულ კიდისთან ნელ-ნელა ჩამავალი მზე ჩანს. ფერები ფოტოზე ცოტათი გაძლიერებულია, თუმცა ძალიან ახლოსაა იმასთან, რასაც ადამიანი საკუთარი თვალით დაინახავდა. გაიშვიათებულ ატმოსფეროში ასული მარსული მტვრის ნაწილაკები, ცას მოწითალო ელფერს სძენენ. ამასთან ერთად, პირდაპირ მზის მიმართულებით, მტვერი ცისფერი შემადგენელის გაბნევასაც იწვევს(თინდალის ეფექტი), ამიტომ ცა ჩამავალი მზის მახლობლად მოცისფროდ ანათებს. მარსი მზეს უფრო მეტადაა დაშორებული, ვიდრე დედამიწა, ამიტომ მზე მის ცაზე უფრო მკრთალია, ხოლო დიამეტრი, დედამიწის ცაში დანახული მზის დსკოს ¾. ასეთი გამოსახულებები მეცნიერებს, რომლებიც ატმოსფეროს იკვლევენ, მათ არა მარტო მარსის ატმოსფეროს უკეთ გაგებაში ეხმარებიან(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?), არამედ მზის სისტემის სხვა ობიექტთა ატმოსფეროების კვლევაშიც, ჩვენი მშობლიური დედამიწის ჩათვლით.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.