თინდალის ეფექტი

 სინათლის გავლისას არეში, რომელშიც უწვრილესი ნაწილაკებია შეწონილი – მაგალითად, მტვრიანი ან კვამლიანი ჰაერი, კოლოიდური ხსნარები, ჩაბნელებული შუშა – გაბნევის ეფექტი, სხივის სპექტრული შეფერილობის მიხედვით მცირდება, სპექტრის მოცისფრო-იისფერიდან, მოწითალო-ყვითელ ნაწილში. თუ თეთრ სინათლეს, მაგალითად, მზის სინათლეს, რომელიც ყველა ფერს შეიცავს, დაბინდულ არეში გავატარებთ, ცისფერ ნაწილში სინათლე ნაწილობრივ გაიბნევა, მაშინ როცა მოყვითალო-მწვანე წითელ ნაწილში პრქტიკულად იგივე დარჩება. ამიტომ, თუ დაბინდულ არეში გაბნეულ სინათლეს გვერდიდან შევხედავთ, ის მოცისფროდ წარმოგვიდგება, ვიდრე საწყისი სიანთლე იყო. ხოლო, თუ სინათლის წყაროს, გაბნევის ზოლის გასვწრივ შევხედავთ, დაბინდულ არეში წყარო უფრო მოწითალო მოგვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში არის. სწორედ ამიტომაა ტყის ხანძრის დროს ამოსული კვამლი მოცისფრო-იისფერი.

 თინდალის ეფექტი წარმოიქმნება შეწონილ ნაწილაკებზე, რომელთა ზომა ათეულობითჯერ მეტია ატომისაზე. ნაწილაკების ზომის გადიდებით, ტალღის სიგრძის 1/20-მდე (დაახლოებით 25 ნანომეტრი), გაბნევა პოლიქრომული ხდება, ანუ სინათლე მთელ ხილულ დიაპაზონში ერთნაირად გაიბნევა, თინდალის ეფექტი კი ქრება. ამიტომაც არის სქელი ნისლი თეთრი ფერის, რადგან ის მილიმეტრამდე ზომის წყლის ნაწილაკებს შეიცავს.

 შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცა თინდალის ეფექტის გამოა ცისფერი, თუმცა ეს ასე არ არის. ღრუბლების ან კვამლის არ არსებობის პირობებში, მოცისფრო ელფერს ცა ჰაერის მოლეკულებზე სინათლის გაბნევის ხარჯზე იღებს. გაბნევის ასეთ ტიპს რელეის გაბნევას უწოდებენ. ამ დროს, ცისფერი და ლურჯი სინათლე უფრო ძლიერად გაიბნევა, ვიდრე თინდალის ეფექტისას: მაგალითად, ცისფერი სინათლე ტალღის სიგრძით 400 ნანომეტრი, სუფთა ჰარეში ცხრაჯერ მეტად გაიბნევა, ვიდრე წითელი სინათლე ტალღის სიგრძით 700 ნანომეტრი. კიდევ უფრო მეტად ულტრაიისფერი სხივები გაიბნევა, ამიტომ არის თანამბრად განაწილებული ჩვენს კანზე რუჯი (მზის სხივები – გავირუჯოთ სწორად), ისეთ ადგილებზეც კი, რომლებიც მზის სხივების პირდაპირ დაცემას არ განიცდის (დისპერსია: ატომური თეორია; სინათლის არეკვლის კანონი; აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება; დიფრაქცია; სინათლის სიჩქარე; მაიკელსონ-მორლის ცდა; დოპლერის ეფექტი; ელექტრომაგნიტური გამოსხივება).

3 comments

  1. სხვაგან ხომ არ უნდა დაგეწერა ეს კომენტი:), აქ რა არის მისტიური?!

  2. ისეთ თემას ეხება მისტიკა მახსენდებოა ამის კითხვისას სულ, მაგარი პოსტია, მართლა მომეწონა, : )

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.