დიფრაქცია

 იდეამ სინათლის ტალღური ბუნების შესახებ მტკიცებულება XIX საუკუნეში ისეთი მოვლენების აღმოჩენით მიიღო, როგორიც სინათლის ინტენფერენცია და დიფრაქციაა. ნიუტონის დორინდელი წარმოდგენა სინათლეზე, როგორც ნაწილაკების ნაკადზე(კორპუსკულარული თეორია), ეჭვქვეშ ინტენფერენციის აღმოჩენის მერე დადგა. მალე კორპუსკულარული თეორია საერთოდაც დაივიწყეს, თითქმის ერთი საუკუნე, დიფრაქციის აღმოჩენით და შესწავლით, სინათლის ტალღური თეორია ორთოდოქსული და შეუვალი წარმოდგენა გახდა მის შესახებ(კომპლემენტარულობის პრინციპი). კორპუსკულარული თვალსაზრისის ფოტოელექტრული ეფექტით ახსნით და კვანტური მექანიკის ჩასახვით, სინათლეზე კორპუსკულარულმა წარმოდგენამ დამატები0თობის პრინციპის ჩარჩოებში მეორედ დაბადება განიცადა.

 დიფრაქციის მოვლენის საფუძველს გავიგებთ, თუ ჰიუიგენსის პრინციპს მივმართავთ, რომლის თანახმადაც სინათლის გავრცელების გზაზე მდებარე ყველა წერტილი ახალი, მეორედი ტალღების წყაროდ შეგვიძლია განვიხილოთ, შემდგომი დიფრაქციული სურათი კი ამ მეორედი ტალღების ინტერფერენციით(გაძლიერება ან ჩახშობა) არის განპირობებული. სინათლის სხივის წინაღობასთან ურთიერთქმედებისას ჰიუიგენსის მეორედი ტალღების ნაწილი ბლოკირდება. მაგალითად, სინათლის ტალღის მახვილი კუთხით, ზემოდან, ალესილი სამართებლის პირის ზედა ნაწილზე დაცემისას მეორადი ტალღები გაჩნდებიან, ხოლო ქვედაზე არა. თუმცა კონსტრუქციული ინტენფერენციის შედეგად ტალღები სამართებელს მაინც შემოუვლიან და ჩვენ მხოლოდ სინათლეს დავინახავთ, თითქოს სხივის გზაზე არაფერი არ ყოფილიყოს. ტალღის მიერ წინაღობის ასეთივე ”შემოვლა” საზღვაო პორტში შეგვიძლია დავინახოთ: გემები, რომლებიც ღუზაზე ტალღისმჭრელს აქეთ დგანან, თითქოს, არ უნდა მოძრაობდნენ, თუმცა მეორადი ტალღების ხარჯზე მაინც ზემოთ-ქვემოთ ტივტივებენ.

 თუ სინათლის წყარო და დაკვირვების წერტილი უმნიშვნელო მანძილით არიან დაშორებულნი, პირვანდელი და შემდგომი ტალღები ერთმანეთის მიმართ პარალელური არ არიან და ჩვენ ე.წ. ფრენელის დიფრაქციას ვხედავთ(დიფრაქცია ახლო ზონაში). თუ წყარო და დაკვირვების წერტილი წინაღობას დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, მაშინ სხივები პრაქტიკულად პარალელურები არიან და ჩვენ ფრაუნჰოფერის დიფრაქციას ვაფიქსირებთ(დიფრაქცია შორეულ ზონაში).

 XIX საუკუნის შუა წლებიდან დაწყებული იოზეფ ფრაუნჰოფერის(1787–1826) დიფრაქციული მესერი სპექტროსკოპიის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იქცა – მისი დახმარებით მეცნიერები მანათობელი ობიექტების სპექტრებს იკვლევდნენ და მათ ქიმიურ შემადგენელს გებულობდნენ. უმნიშვნელოვანესი იყო ფრაუნჰოფერის მიერ მზის სპექტრში ბნელი ზოლების აღმოჩენა. ახლა უკვე ვიცით, რომ ეს, სინათლის გარკვეული სიგრძის ტალღების შედარებით ცივი კორონალური გაზების მიერ შთანთქმის გამო ხდება, ასეთნაირადვე ვგებულობთ ჩვენი მნათობის ქიმიურ შემადგენელს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *