მზის ნამდვილი ფერები

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცენტრალურ მნათობზე შეხედვისას იგი მოყვითალო-თეთრი ან ნარინჯისფერი წარმოგვიდგება, ის სინამდვილეში მრავალფეროვანი ფერებით ანათბს.

 მეცნიერთა თქმით, მზე ყველანაირ ფერებს ასხივებს, ისე რომ ჩვენ ამას ვერც ვხვდებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მზის სხვადასვა უბნებს განსხვავებული ფერები აქვს.

 ამ ფერადი უბნბების შესწავლა მეცნიერებს მზიური ნივთიერებების მოძრაობის დანახვაში ეხმარება. განსხვავებული დიაპაზონის ფერების ფიქსაციისთვის, რომლებსაც ჩვენი მზე ასხივებს, მეცნიერები სხვადასხვა დიაპაზონში მომუშავე სპექტრომეტრებს აყენებენ ტელესკოპებზე. შედგენილი ყველაფეროვანი გამოსახულებით, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, სპეციალისტები მზის ფენებისა და უბნების ტემპერატურებს ადგენენ.

 დღევანდელ დღემდე უცნობია თუ რატომ არ არის ზოგიერთი ფერი მზის შუქში. ფოტოზე ნაჩვენებია ყველა ფერი, რომელსაც მზე ხილულ დიაპაზონში ასხივებს. სინათლის დაშლა შემადგენელ ფერებად სპექტრის გამყოფი მოწყობილობით ხდება, როგორიცაა მაგალითად, შუშის პრიზმა.

 შავი ხაზები სპექტრში იმითაა განპირობებული, რომ მზის ზედა ფენები ქვედა ფენების მიერ გამოსხივებულ სინათლეს შთანთქავს. განსხვავებული ქიმიური ელემენტები, გაზის შემადგენელში, სხვადასხვა ფერის სინათლეს შთანთქავს, ამით შესაძლებელი ხდება გავიგოთ თუ რა ქიმიური ელემენტებისაგან შედგება მზე. ჰელიუმი პირველად 1870 წელს სწორედ მზის სპექტრში აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი დედამიწაზეც. მზის სპექტრში შთანთქმის ხაზების უმრავლესობა ამოცნობილია, მაგრამ არა ყველა….

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.