კოსმოსის 10 საინტერესო ობიექტი

 ასტრონომებმა, სამყაროს ყველზე უფრო დიდსა და ცხელ გალაქტიკურ გროვას El Gordo(ანუ მსუქანი) უწოდეს. ამ კლასტერამდე მანძილი 9,7 მილიარდი სინათლის წელია. ის, ორი ცალკეული გროვასაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს რამდენიმე მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით ეჯახება(მისი მასა 3 მილიონი მილიარდი მზის მასას უტოლდება). ელ გორდოს მასის ძირითადი ნაწილი ბნელ მატერიასა და ამ შეჯახებებით გავარვარებულ გაზზე მოდის.

shavi qvrivi

 პულსარი J1311−3430(”შავი ქვრივი”), ორი მზის მასისაა, თუმცა ზომით გაცილებით მცირეა მასზე. ეს ზემკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი, თავის კომპანიონ ვარსკვლავს ანადგურებს. მსხვერპლის გარშემო 93 წუთიანი პერიოდით ბრუნავს, რადიაციის უზარამაზრი ნაკადებით ბომბავს და მატერიას ართმევს მას, რაც კომპანიონის სრული გაქრობით დასრულდება(ზესწრაფი ვარსკვლავეური წყვილი).

qrutni asteroidi  წლის ხანგრძლივიბა ასტეროიდზე – ქრუითნი(3753), დაახლოებით იგივე ხანგრძლივობისაა, როგორც დედამიწაზე – 365 დღე-ღამე. მასსა და მზეს შორის მანძილი, დედამიწა-მზეს შორის მანძილს უტოლდება. ჩვენი ორბიტალური ტყუპისცალი 1986 წელს აღმოაჩინეს. მასთან შეჯახების საშიშროება არ არსებობს: 12 მილიონ კილომეტრზე ახლოს არასოდეს მოგვიახლოვდება(ყველაზე ერთგული კვაზითანამგზავრი). moxetiale CFBDSIR2149  მშობელი ვარსკვლავისაგან უარყოფილი, ეული პლანეტა – CFBDSIR2149, ჩვენი პლანეტიდან 100 სინათლის წლის მოშორებით დახეტიალობს. როგორც ჩანს, თავისი ვარსკვლავის სისტემიდან, მისი ჩამოყალიბების მშფოთვარე ეპოქაში მაშინ ამოვარდა, როცა სხვა პლანეტების ორბიტები ყალიბდებოდა(მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემასთან ახლოს; თავიდანვე უპატრონო მოხეტიალე პლანეტები).

smitis grubeli  წყალბადისაგან შემდგარი სმითის ღრუბელი, მილიონობითჯერ მასიურია მზეზე. 11 ათასი სინათლის წლის ზომის ღრუბლის სიგანე 2,5 ათასი სინათლის წელია. ტორპედოს ფორმის ობიექტი, ჩვენი გალაქტიკისკენ მოექანება და 27 მილიონი წლის მერე შეეჯახება მას. bnelisgand a gazebisgan  ირმის ნახტომის ცენტრიდან 300 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა-თანამგზავრი, მთლიანად ბნელი მატერიისა და გაზისაგან შედგება. მენციოერებმა მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები 2009 წელს აღმოაჩინეს. ბნელი მატერიის ამ შენადედში, მხოლოდ ახალხანს შეძლეს ასტრონომებმა ოთხი ვარსკვლავის დაფიქსირება, რომელთა ასაკი 100 მილიონ წელს უტოლდება(ბნელი მატერიის გალაქტიკა; ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკები).cisferi HD 189733  პლანეტა HD 189733b-ს ლაჟვარდისფერი, მის ოკეანეებთან ასოცირდება. ეს გაზის გიგანტი, ძალიან ახლო ორბიტაზე მოძრაობს თავის ვარსკვლავთან. 927 გრადუსამდე გაცხელებულ პლანეტაზე არასოდეს იყო წყალი, ხოლო მის ცისფერ ანარეკლს, გამდნარი მინის წვიმა წარმოქმნის(ცისფერი, ოღონდ არა დედამიწა…; ეკზოპლანეტები).zemasiuri J0100+2802  ჩვენი სამყარო ჯერ კიდევ 875 მილიონი წლისა იყო, როცა კოსმოსში 12 მილიარდი მზის მასის ზემასიური შავი ხვრელი ჩამოყალიბდა. შედარებისთვის, ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური ხვრელი(ფოტოზე) 4 მილიონჯერ მასიურია მზეზე. ზემასიური J0100+2802, დედამიწიდან 12,8 მილირდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში მდებარეობს. მეცნიერებისთვის უცნობია, როგორ მოახერხა ხვრელმა ასე მოკლე დროში ასეთი წარმოუდგენელი ზომების მიღება(გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია კვაზი-ვარსკვლავებისგან გაჩდნენ). R136a1 zegiganti  ვარსკვლავი R136a1, მზეზე 256-ჯერ მასიური და 7,4-ჯერ ელვარე. მეცნიერთა აზრით, ასეთი კოლოსალური მასის ვარსკვლავები, უფრო მცირე ვარსკვლავების შერწყმით ყალიბდება. ასეთი ცეცხლოვანი ქიმერების სიცოცხლის ხანგრძლივობა, მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელია(ტარანტულის ვარსკვლავების ისტორია).mochveneba alma 1  დედამიწიდან 5000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ნისლეული – ბუმერანგი, ყველაზე ცივი ადგილია სამყაროში. მტვრისა და გაზისაგან შემდგარი ნისლეულის შიგა ნაწილის ტემპერატურა -272 გრადუსია. ბუმერანგი, 590 კმ/სთ. სიჩქარით ფართოვდება და ისევე როგორც გამაცივებელ მოწყობილობებში, მკვეთრი გაფართოების ხარჯზე ცივდება(სამყაროს ყველაზე ცივი ადგილის მოჩვენება; ატომური მაცივარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.