გადაშენება უკვე დაიწყო…

 კვლევის მიხედვით, გასულ ასწლეუში ხერხემლიან ცხოველთ გადაშენება რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდა(Science Advances).

 მეხიკოს ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტისა და ა.შ.შ-ს რამდენიმე უნივერსიტეტის ბიოლოგთა მონაცემებით, ეს გადაშენება არა ბუნებრივ მოვლენებს, არამედ ადამიანის მოღვაწეობას უკავშირდება.

 მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ანთროპოგენეზამდე(პერიოდი მოაზროვნე ადამიანის – Homo sapiens, გამოჩენის მერე), ყოველ ას წელიწადში, ათი ათასობით არსებულიდან, მხოლოდ ორი სახეობის ძუძუმწოვარი ქრებოდა. წინა საუკუნეში ეს ციფრი 114-მდე გაიზარდა(ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა).

 აღსანიშნავია, რომ ხერხემლიანი ცხოველების გადაშენების ტემპი დედამიწაზე, უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე, მიუახლოვდა მაჩვენებელს, როგორიც ის, 66 მილიონი წლის წინათ გადაშენებული დინოზავრების დროს იყო.

 ბიოლოგთა თქმით, კაცობრიობა ახლა, რიგით მეექვსე მასობრივი გადაშენების ეპოქაში ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური, 252 მილიონი წლის წინათ მოხდა. მაშინ, წყლის ბინადართა 96% და ხერხემლიანთა 70% განადგურდა.

 ეკოლოგები ამბობენ, რომ ამჟამად, ამფიბიათა 40% და ძუძუმწოვართა 25% გადაშენების ზღვარზეა. სასწრაფაო ზომებია მისაღები, რათა კატასტროფა თავიდან ავიშოროთ(მიკრობი, რომელმაც სიცოცხლე კინაღამ გაანადგურა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.