მიკრობი, რომელმაც სიცოცხლე კინაღამ გაანადგურა

 პერმული და ტრიასული პერიოდების საზღვარზე(252 მლნ. წლის წინ) ოკეანეების ბინადართა მასიური გადაშენება მასშტაბური ვულკანიზმისა და მისი თანმდევი ქიმიური ანომალიების ბრალი შეიძლება იყოს. ძნელად დასამტკიცბელი საქმეა. ასეთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში ვერც ყველა ფაქტი ჯდება(არის აშკარა შეუსაბამობებიც), თუმცა სპეციალისტთა უმრავლესობა ამ აზრზე დგას. ბოლოს, თემასთან დაკავშირებით, მოხსენება დენ როთმანმა გააკეთა, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან – გეოფიზიკოსმა, დოქტორ შელდონ კუპერის გამომეტყველებით სერიალიდან ”დიდი აფეთქების თეორია” და რომელიმე ამერიკული სატელევიზიო შოუს წამყვანისთვის შესაფერისი მახვილგონიერებით. 2012 წლის დეკემბერში ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების კონფერენციაზე როთმანმა სრულიად ახალი ჰიპოთეზა წარმოადგინა, რომელიც პერმულ-ტრიასული გადაშენების მიზეზებს ხსნის.den rotmani

 ახალი ჰიპოთეზის საფუძვლად საკმაოდ მარტივი დაკვირვება გვევლინება: ბიოგენური წარმომავლობის იზოტოპი ნახშირბადი-12 მოვლენის მთავარი მარკერია, ნახშირბადის იზოტოპთა თანაფარდობის გადანაცვლება უფრო მსუბუქი სახეობისკენ, ანუ ნახშირბადი-12-სკენ. რამ გამოიწვია ასეთი მატება? პირველი ანალოგია, რომელიც თავში შეიძლება მოგვივიდეს, მიკროორგანიზმების გამრავლებაა. ჰიპოთეზაც სწორედ ამას ეფუძნება. უფრო მეტიც, როთმანი კონკრეტულ დამნშავესაც ასახელებს – არქეათა სახეობა Methanosarcina.

 მეთანოსარცინა ცხოველმოქმდების პროცესში მეთანს გამოყოფს. ახლანდელ დროში მისი ნახვა თითქმის ყველაგან არის შესაძლებელი, ნაგავსაყრელზე, კანალიზაციაში და ადამიანის ნაწლავებშიც კი. ბუნებრივ პირობებში იქ გროვდება, სადაც ჟანგბადის ნაკლებობაა, მაგალითად, ოკენისეულ სიღრმეებში. პერმული ოკეანე საუკეთესო საცხოვრებელი იქნებოდა მისთვის.

 მეთანოსარცინას კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება – მეთანის წარმოქმნა წყალბადის, ნახშირბადისა და აცეტატებისგან მეტაბოლიზმის ნებისმიერი ცნობილი ფორმით. ეს უკანასკნელი კი შემჟავებულ პერმულ ოკენეში დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. სხვა მეთანოგენებისგან განსხვავებით მეთანოსარცინა აცეტატებს ენერგეტიკულად უფრო ეფექტური გზით ამუშავებს. ეს თვისება ბაქტერია Clostridia-დან გენების ჰორიზონტალური გადატანით შეიძინა(გენების ჰორიზონტალური გადატანა (Horizontal Gene Transfer, HGT) ნიშნავს, რომ ერთი ორგანიზმი იღებს მეორე ორგანიზმის გენეტიკურ მასალას და, ამავე დროს, მეორე ორგანიზმი პირველის მშობელი არ არის).

 გენების გადატანის მომენტის დათარიღება მოლეკულური საათის მეთოდით მოხერხდა, რაც პერმულ-ტრიასულ გადაშენებას ემთხვევა(240 ± 41 მლნ.წ.)თუმცა საკმაოდ მაღალი განუსაზღვრელობით)).

 კიდევ ერთი გარემოება. მეთანოსარცინას, როგორც სხვა მეთანოგენებს, ნიკელი ესაჭიროება. მსოფლიო ოკეანეში ნიკელის რაოდენობა მცირეა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ციმბირულმა ვულკანიზმმა ნიკელის გიგანტური საბადოები წარმოქმნა, რომელსაც ახლა ”ნორილსკნიკელი” მოიპოვებს(მსოფლიო მარაგის 20%), ხოლო მჟავური წვიმები ამ ელემენტის ოკეანეში მოხვედრას უზრუნველყოფდნენ, ასე ხდებოდა ახალი მეთანოგენის უკონტროლო გამრავლების სტიმულირება.

 ამრიგად, პერმულ უჟანგბადო ოკეანეში ძალიან ბევრი საკვები იყო, თუმცა მეთანოსარცინას მუტაციით გაჩენამდე ეს საკვები აუთვისებელი რჩებოდა. ციმბირულმა ვულკანიზმმა ოკეანეები ნიკელით გაამდიდრა, რომელმაც მეთანოსარცინას შეუჩერებელი გამრავლება გამოიწვია, ხოლო ატმოსფეროში კი უამრავი რაოდენობის მეთანი გაედინებოდა. დაჟანგვით, მეთანი სათბურის ეფექტის მქონე გაზად – ნახშირორჟანგად გარდაიქმნებოდა. ეკოსისტემები მათთვის ახალ სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რამაც ორგანიზმთა მასიური განადგურება გამოიწვია.

 გეოლოგიურ ისტორიაში ხუთი მასიური და ათეულობით ნაკლებად შესამჩნევები გადაშენებაა ცნობილი, ასევე ნახშირბადის იზოტოპთა მრუდებზე უამრავი მკვეთრი პიკებიც. უკავშირდებიან თუ არა ისინი მიკროორგანიზმების ევოლუციას? თუ არა, მაშინ რას უკავშირდებიან? ახალი ჰიპოთეზა ამ მიმართულებით მიმავალ კვლევებზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. როთმანის ნამუშევარი საკმაოდ სერიოზული საფრთხების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. რომელიმე მომაკვდიენბელმა მიკრობმა უკვე ხომ არ განიცადა მუტაცია, მაგალითად, პოლარული  რეგიონების ტორფში, ან ხომ არ გამოგვყავს რაიმე ამდაგვარი ლაბორატორიებში, ვფიქრობთ რა მომავლის მწვანე ენერგეტიკზე(გლობალური დათბობის თეორიის ალტერნატივა; არქტიკული ყინულები დედამიწას ათბობენ; მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან; ყველაზე დიდი ვულკანი ოკეანის სიღრმეებში იმალებოდა)?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.