ყველაზე დიდი ვულკანი ოკეანის სიღრმეებში იმალებოდა

 წყალქვეშა მასივი, მდებარე იაპონიიდან 1600 კილომეტრზე აღმოსავლეთით, ყველაზე დიდი(ერთ-ერთი დიდი კი მთელს მზის სისტემაში) ვულკანი აღმოჩნდა დედამიწაზე(NG Daily News).
მეცნიერები თვლიდნენ, რომ გიგანტური ფარისებრი ვულკანი ტამუ რამდენიმე შედარებით პატარა სტრუქტურებისგან შედგებოდა, ახალმა კვლევებმა ამ წარმოდგენის გადახედვა აიძულა მათ.
ბრიტანეთის კუნძულების ზომის მასივი ისეთ გიგანტს შეგვიძლია შევადაროთ, როგორიც მთა ოლიმპოა მარსზე. მის გუმბათს წაგრძელებული ფორმა აქვს(ზომით 450х650 კმ.), მწვერვალი ოკეანის ზედაპირიდან 2000 კილომეტრის სიღმეზეა, ხოლო ფუძე 6,4 კილომეტრით კიდევ უფრო ღრმად. მასივი ტამუს დახრილობა სულ 1 გრადუსს შეადგენს, ხოლო ძირთან ახლოს ნახევარ გრადუსამდეც კი ეცემა.
ეს ვულკანი ოკეანური პლატოს ნაწილია სახელად შაცკის მაღლობი(Shatsky Rise), ფართობით კი თითქმის იაპონიას ზომისაა. სახელი ტამუ(Tamu) აბრევიატურაა – ”Texas A&M University”- უნივერსიტეტის სახელისა, რომელშიც მასივის აღმომჩენი უილიამ საგერი მუშაობდა. შაცკის მაღლობი რუქებზე ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, თუმცა მეცნირებმა მისი სტრუქრურისა თუ ფორმირების შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ.
ტამუ რამდენიმე ვულკანის აქტიურობით ფორმირებული ეგონათ, როგორც ჰავაის კუნძულები ამოვიდნენ ოკეანიდან 5 ვულკანის ძალისხმევით. სეისმური მონაცემები იმაზე მეტყველებენ, რომ ლავური ნაკადები ცენტრიდან სხვადასხვა მიმართულებებით მიედინებოდნენ, რაიმე შესამჩნევი გადახრების გარეშე, რაც მეორადი ვულკანური აქტიურობით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული. მასივის სხვადასხვა წერტილებიდან აღბული ქანების გეოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ გიგანტი ტამუ მთლიანად ერთიდაიგივე ქანებისაგან შედგება, ასაკითაც და შემადგენლითაც.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ტამუ დიდი ვულკანია, რომელიც, ალბათ, შედარებით მოკლე დროში წარმოიქმნა(რამდენიმე მილინი წელი) და საკმაოდ სწრაფად ”დაიძინა”. ბოლოს ტამუ 145 მილიონი წლის წინათ ამოიფრქვა. მეცნიერები მის კვლევას აგრძელებენ, რათა დედამიწის ყველაზე დიდი ვულკანის ფორმირების დეტალებში გაერკვნენ(კიდევ ვულკანებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.