განახლდა: 19/05/2014
არგენტინელმა მეცნიერებმა შვიდი დინოზავრის ნარჩენი იპოვეს, რომელთა შორისაც მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი ცხოველის ნარჩენებიცაა, იუწყება BBC News.
არგენტინელმა პალეონტოლოგებმა პატაგონიაში (პროვინცია ჩუბუტში, არგენტინა) 200-ზე მეტი ძვალი იპოვეს, რომლებიც, მათი აზრით, შვიდი დინოზავრის ჩონჩხის ნაწილებია. აქამდე მეცნიერები დინოზავრთა ძვლოვანი სისტემის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს პოულობდნენ. ამჯერად კი სპეციალისტებს გაქვავებული ძვლების მთლიან კომპლექტზე მიუწვდებათ ხელი – ტანი, ქალა, კისერი, კიდურები და კბილები.
ადრე ამ ადგილზე ხმელეთზე მოსიარულე ყველაზე დიდი არსების ნარჩენები ფერმერმა აღმოაჩინა (არგენტინოზავრი). დინოზავრი 77 ტონას იწონიდა, სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე 40 მეტრი, ხოლო სიმაღლე 20 მეტრი. ეს შვიდსართულიანი სახლის ექვივალენტურია 14 სპილოს მასით. ცხოველი დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ პატაგონიის ტყეებში ბინადრობდა და ბალახით იკვებებოდა.

ამ მომენტისთვის პატაგონიაში აღმოჩენილი ნარჩნები ამ ცხოველთა გაქვავებული ძვლების ყველაზე კარგად შენახული კოლექციაა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ ეს ნარჩნები ერთმანეთთან ასე ახლოს. ღიად რჩება საკითხი იმის შესახებაც, როგორ ახერხებდა 77 ტონიანი არსება დედამიწის ზედაპირზე გადადგილბას (ბაპტისტინას (Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცავს).