ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცია

 ასტრონომები დინოზავრების დახოცვაში ბაპტისტინას აღარ ადანაშაულებენ. მათი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის საიტზე დაიწერა.
ყველაზე უფრო გავრცელებული თეორიის თანახმად ცარცულ-პალეოგენური გადაშენება 65 მილიონი წლის წინ, რომელმაც სხვა შედეგებთან ერთად თითქმის ყველა დინოზავრი დახოცა, მოხდა დედამიწაზე დიდი ზომის ასტეროიდის ჩამოვარდნის გამო. ციური სხეულის ზომა დაახლოებით 10 კილომეტრი იყო, ხოლო მისი დაცემის ადგილზე გაჩნდა კრატერი ჩიკსულუბი(მექსიკასთან). 2007 წელს ჟურნალ Nature-ში გამოვიდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მკვლელი ასტეროიდი ეკუთვნოდა ბაპტისინების ოჯახს, ასტეროიდების სარტყელში, ციურ სხეულთა ჯგუფს, რომლებიც ბაპტისტინას თავის უსახელო მოძმესთან შეჯახების მერე ჩამოყალიბდნენ.
თეორიას მაშინვე გამოუჩნდნენ მოწინაამდეგენი, ხოლო ახალი კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა ამ თეორიის არამართებულობის დამტკიცება შეძლეს. 2007 წლის კვლევების მიხედვით, შეჯახება დაახლოებით 160 მილიონი წლის წინათ მოხდა. ახალ კვლევაში ასტროფოზოკოსებმა ორბიტალური თნამგზავრის WISE-ეს მიერ შეგროვილი მონაცემები გამოიყენეს(მთლიანობაში აპარატმა 157 000 ასტეროიდზე ჩაატარა დაკვირვება და 33 000 ახალიც აღმოაჩინა), მონაცემები ბაპტისტინას 1056 ოჯახის წევრზე.

საბოლოოდ მათ დაადგინეს, რომ ”დედა ასტეროიდის” დაშლა 80 მილიონი წლის წინ მოხდა. მკვლევართა გამოთვლების მიხედვით დარჩენილი 15 მილიონი წლის განმავლობაში(65მლნ.წ.-მდე) ნამსხვრევები ვერ მოხვდებოდნენ რეზონანსულ წერტილში – მზის სისტემის ერთ-ერთ ადგილზე, სადაც იუპიტერის და სატურნის გრავიტაციული ზემოქმედება შეძლებდა ასტეროიდის ”გადაგდებას” სხვა, ახალ ორბიტაზე.
თეორია დინოზავრების გადაშენებისა ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად ერთად ერთი არაა. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ სახეობათა მასობრივ განადგურებაში ერთბაშად რამდენიმე ფაქტორია დამნაშავე, მათ შორის გაძლიერებული ტექტონიკური აქტიურობაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.