დინოზავრები მაინც ასტეროიდმა დახოცა…

 მეცნიერთა აერთაშორისო ჯგუფმა ყველაზე უფრო ვრცელი ანალიზი ჩაატარა, დინოზავრებისა და სხვა რიგი ცხოველების გადაშენების თემაზე და გამოიტანა დასკვნა, რომ კატასტროფის მიზეზი და მასობრივი გადაშენება მასიური ასტეროიდის დედამიწაზე ჩამივარდნის გამო მოხდა.

 ჟურნალ  Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მათ უარყვეს ვერსიები სუპერ ვულკანების ამოფრქვევის ან ზეახალი ვარსკვლავის ახლო აფეთქების შესახებ. არც ბიოსფერული ცვლილებები მიიჩნიეს დინოზავრების მასიურად დახოცვის მიზეზად. მასალები წარმოდგენილი და განხილული იყო მთვარისა და პლანეტების კვლევის 41-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ა.შ.შ-ში.
20 წლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კატასტროფა 10-15 კმ დიამეტრის ასტეროიდის ან კომეტის ჩამოვარდნამ  გამოიწვია ეხლანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, კუნძულ იუკატანთან. დარტყმის შემდეგ 180 კმ დიამეტრის კრატერი გაჩნდა. ამ აფეთქების ნამსხვრევები მთელი დედამიწის ზედაპირზეა მიმოფანტული.  კლიმატოლოგები,პალეონტოლოგები,გეოქიმიკოსები,გეოფიზიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასტეროიდის ჩამოვარდნა არის ერთად ერთი მიზეზი კატასტროფისა.
 კონფერენციის ბრიტანელმა მონაწილემ განაცხადა, რომ ასტეროიდი ტყვიაზე 20-ჯერ მეტი სიჩქარით შემოვიდა ატმოსფეროში. როგორც ცეცხლოვანი გიგანტური ბურთი ისე გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე და ახლოს მყოფ ნებისმიერ ცოცხალ არსებას მაშინვე დაწვავდა. დარტყმის სიმძლავრე 100 ტრილიონი ტონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იყო, ანუ მილიარდჯერ მეტი იაპონიაში აფეთქებული ატომური ბომბების სიმძლავრეზე. დინოზავრების არსებობას საბოლოო წერტილი აფეთქების შედეგად ჰაერში ასულმა მტვერმა დაუსვა, რადგან ამის შედეგად მზის სხივი დედამიწამდე ვეღარ აღწევს.

 ყველა მეცნიერული დისციპლინებიდან თავმოყრილმა მასალამ დაადასტრურა, რომ 65 მილიონი წლის წინათ სახეობათა გადაშენების მიზეზი სწორედ ასტეროიდი იყო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.