ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკები

 “მორევი”(M51) იქცა ერთ-ერთ შესადარებელ ნიმუშად, რომელმაც დაამტკიცა ახალი მეთოდის მართებულობა უხილავი მასიური ობიექტების ძებნის საქმეში(ჯვრით ნაჩვენებია თანამგზავრი გალაქტიკა)(ილუსტრაცია Sukanya Chakrabarti/UC Berkeley).

ჩვენი გალაქტიკის უხილავი კომპანიონი ზემოქმედებას ახდენს ჩვენი ვარსკვლავური კუნძულის შემადგენელი მატერიის გადაადგილებაზე. აღმოჩენამ შესაძლებლობა მისცა მეცნიერებს ევარაუდათ, რომ ასეთი უხილავი ობიექტების რაოდენობა გალაქტიკის კიდეებთან არც თუ ისე მცირეა და ისინი სხვა გალაქტიკებსაც ეყოლებათ. ამჟამად კითხვაზე “თუ სად იმალება ბნელი მატერია?” შეიძლება უფრო დამაჯრებელი პასუხი გაეცეს.

 “კოსმოლოგიის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა – ჯუჯა გალაქტიკა-თანამგზავრების უკმარისობაა”- გვიხსნის სუკანია ჩაკრაბარტი(ფოტო საიტიდან berkeley.edu).

 სუკანია ჩაკრაბარტიმ(Sukanya Chakrabarti) და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლიში, გამოთვალეს, რომ ირმის ნახტომს ჰყავს გალაქტიკა-თანამგზავრი 10 მილიარდი მზის მასით. ახალმა ობიექტმა მიიღო სახელი “გალაქტიკა X”. ის გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 260-300 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს(ზუსტად სად ჯერჯერობით დაუდგენელია).

 “გალაქტიკა X”-ის დანახვა ტელესკოპით შეუძლებელია, თუმცა დაგეგმილია მისგან მომავალი, სულ მცირე მაინც, ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერა. ასეთი უხილავობის მიზეზი კი მარტივია.

 პირველ რიგში, როგორც ასტრონომები თვლიან, ეს გალაქტიკა შედგება იდუმალებით მოცული ბნელი მატერიისგან(რისგანაც არ უნდა შედგებოდეს ის), თავს კი მხოლოდ გრავიტაციული ზემოქმედებით ავლენს. 2) ამჟამად კომპანიონი მდებარეობს ირმის ნახტომის საპირისპირო მხარეს და მის დანახვაში ხელს გვიშლის მტვრისა და გაზისგან შემდგარი გალაქტიკური დისკო.

 “გალაქტიკა X” ირიბი მეთოდით აღმოაჩინეს. მისი მოძრაობა იწვევს ცვლილებებს გალაქტიკური წყალბადის ნაკადში, ეს ნაკადები გალაქტიკის კიდეზე მდებარეობენ. ასე რომ, უხილავი კომპანიონი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც უხილავი ხომალდი, რომელმაც წყალზე გავლის შემდეგ აქაფებული კვალი დატოვა.


 გალაქტიკური წყალბადის ევოლუციის კომპიუტერული მოდელირება გალაქტიკა M51-ში(ცენტრალური ჯვარი) 875 მილიონი წლის განმავლობაში. ზედა ჯვარი გვიჩვენებს მასიურ თანამგზავრს, რომელიც პასუხისმგებელია გაზურ მდგომარეობაში მყოფი წყალბადის გადანაწილებაზე ხსენებული პერიოდის განმავლობაში.

 ნიშნულთან, რომელიც 0,3 მილიარდ წელს გვიჩვენებს, მოდელირების ავტორებმა აღმოაჩინეს კარგი თავსებადობა გაზის განაწილებაში იმასთან, რაც რეალურად იქნა დანახული. კვადრატის ყოველი გვერდი შეესაბამება 520 ათას სინათლის წელს(ილუსტრაცია Sukanya Chakrabarti/UC Berkeley).

 სხვა ასეთი ობიექტების მოძებნა არა მარტო ბნელ მატერიას მოჰფენს ნათელს. ეს მონაცემები, როგორც კვლევის ავტორები თვლიან, საშუალებას მოგვცემს გამოვრიცხოთ ალტერნატიული ჰიპოთეზა, რომელიც ამბობს, რომ გალაქტიკების მოძრაობაში შემჩნეული ანომალიები დამალული მასით კიარ უნდა ავხსნათ, არამედ უნდა მოვახდინოთ თვითონ მსოფლიო მიზიდულობის კანონის კორექტირება. ასე რომ  ვარსკვლავთშორის წყალბადში დატოვებულმა “აქაფებულმა წყალმა” შეიძლება ძალიან საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.