ყველაზე ერთგული კვაზითანამგზავრი

 კვაზითანამგზავრებს უწოდებენ ციურ სხეულებს, ხშირ შემთხვევაში ასტეროიდებს, რომლებიც, როგორც ჩვეულებრივი მთვარეები, ვარსკვლავის გარშემო პლანეტასთან ახლოს მოგზაურობენ. დედამიწას რამდენიმე ასეთი კომპანიონი ყავს, ზოგიერთ მათგანს უკვე გამოემშვიდობა, ზოგი კი ასეული წლების განმავლობაში არ შორდება მას.

 კარლოს და რაულ დე ლა ფუენტე მარკოსებმა, მადრიდის უნივერსიტეტიდან, ასტეროიდი 2014 OL339 შეისწავლეს, რომელიც ასტრონომებმა ახლახანს აღმოაჩინეს. ის უკვე 775 წელია ჩვენს პლანეტას მოჰყვება და მის მახლობლად კიდევ 165 წელი დარჩება.

 კვაზითანამგზავრების ორბიტები რეზონანსში არიან დედამიწასთან: პლანეტის გრავიტაცია ასეტროიდის ადგილმდებარეობას თანდათნობით ცვლის.

 მზის გერშემო შემოვლას ეს ასტეროიდი, როგორც დედამიწა, 365 დღე ანდომებს, თუმცა პლანეტის გარვიტაცია ექსცენტრიული რხევების კეთებას აიძულებს მას. ამის გამო, ბრუნავს რა დედამიწის გარშემო, თანამგზავრი პერიოდულად უკან ბრუნდება.

 2014 OL339-ს დიამეტრი დაახლოებით 200 მეტრია, რის გამოც დედამიწის ზედაპირიდან მისი დანახვა პრქტიკულად შეუძლებელია. მთვარესა(რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?) და ტროელ ასტეროიდებთან ერთად, კვაზითანამგზავრები ჩვენი პლანეტის მრავალრიცხოვან ამალას წარმოადგენენ.

kvazi tanamgzavri dedamicis

 ”ამ ასტეროიდებზე თვალთვალი აიცილებელია. ტროელებისა და კვაზითანამგზავრების გარდა, მინი-მთვარეებიც არსებობენ – პატარა ასტეროიდები, რომლებიც დედამიწის მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით მის გარშემო იწყებენ ბრუნვას” – ამბობს პოლ ჩოდასი, დედამიწის მახლობლად მოძრავ ობიექტებზე დაკვირვების პროგრამის დირექტორი(NASA), რომელსაც 2014 OL339-ის კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.

 დედამიწისთან სულ ოთხი კვაზითანამგზავრია რეგისტრირებული, იუპიტერთან ექვსი(ტროელები და ბერძნები იუპიტერთან), თუმცა მათი რაოდენობა უფრო მეტი იქნება. ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში დედამიწას ახალი ასტეროიდი-კომპანიონები გამოუჩნდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.