კომეტები და ელვარე ვარსკვლავი

 ეს სურათი, პლანეტა დედამიწის განთიადამდელი ცის, 10 სავსე მთვარის ზომის ნაწილს მოიცავს. აწყობილია ფოტოებით, რომლებიც ამ წლის დასაწყისში, ტენერიფედან (კანარის კუნძულები) გადაიღეს. ზედა კიდესთან ახლოს, კომეტა ბორელის (P/19) სუსტი კომა და კუდი ჩანს. მზის გარშემო 7 წლიანი პერიოდით მბრუნავი კომეტის ბირთვი, კოსმოსურმა აპარატმა – Deep Space 1, XXI საუკუნის დასაწყისში მოინახულა, რომელიც იონური ძრავებით არის აღჭურვილი. ყურადღებას იქცევს ელვარე ვარსკვლავი – არქტური (მენახირის α) და კომეტა კატალინა (C/2013 US10), რომელიც ოორტის ღრუბლიდან მოვიდა (მოკლედ მზის სისტემის შესახებ). კუდის მოყვითალო ნაწილი, ქვემოთ და მარცხნივ არის მიმართული. რთული სტრუქტურის მქონე იონური კუდი კი, რომელიც მზიური ქარის ზემოქმედებით ჩნდება, ზემოთ და მარჯვნივ. აქ გამოყენებული ერთ-ერთი კადრის ექსპოზიცია 30 წამი გრძედლებოდა და მასზე კომეტებს შორის მფრენი კაშკაშა მეტეორიც მოხვდა (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.