ასტეროიდი თუ კომეტა?

 მზის სისტემაში უამრავი ციური სხეული მიმოიქცევა ჩვენი მნათობის გარშემო. დედამიწა ერთ სრულ ბრუნს 365 დღე-ღამე ანდომებს, სხვები, თავიანთ ბუნებრივ თანამგზავრებთან ერთად, ნაკლებს ან გაცილებით მეტს. პლანეტებთან ერთად ჩვენი ცენტრალური მნათობის გარშემო ასტეროიდები და კომეტებიც მოძრაობენ.

ასტეროიდი, პლანეტებზე მცირე ზომის ქვის ლოდია. მათ შორის ყველაზე დიდია ვესტა – 550 კილომეტრი.

რამდენი ასტეროიდია მზის სისტემაში?

 ”ჰაიაბუსა 2”(იაპონია).

 780 290, რომელთაც 3 ჯგუფად ყოფენ – მეტალის, ქვის, თიხის მსგავსი ქანებისა და სილიციუმის შემცველობით.

OSIRIS-REx(NASA).

 ასტეროიდების კვლევა მუდმივად მიმდინარეობს. იაპონური ზონდი ”ჰაიაბუსა 2”, ასტეორიდ რიუგუს ორბიტაზე გავიდა და 21 სექტემბერს მის ზედაპირზე პატარა ზონდები გადასხა (მოხტუნავე რობოტები ასტეროიდ რიუგუზე). ნასას მისია OSIRIS-REx, ასტეორიდ ბენუსკენ მიემართება (ასტეროიდი ბენუ). ნიმუშების აღებასა და დედამიწისკენ მათ გამოგზავნას ორივე მისია გეგმავს.

რა არის კომეტა?

C/2012 S1 (ISON). მზესთან იმდენად ახლოს მივიდა(ფოტოს ქვედა ნაწილი), რომ მისგან მხოლოდ მტვრის გროვაღა დარჩა(ზედა ნაწილი).

 ცნობილ კომეტათა რიცხი მცირეა – 3526. ასტეროიდისგან განსხვავებით, კომეტა ტალახიანი ყინულის გროვას ჰგავს. მოკლეპერიოდიანი კომეტებისგან განსხვავებით, გრძელპერიოდიანების წაგრძელებული ორბიტები მზიდან ძალიან შორს გადის, ხოლო პერიჰელიუმი, მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე, ისე ახლოს შეიძლება იყოს მნათობთან, რომ კომეტა გადაცხელებისგან ნადგურდება (მტვრად ქცეული ISON-ი).

 მზესთან ახლოს კომეტა თბება, გამდნარი ყინული ორთქლდება, ჩნდება კომა, რომელშიც მთელი კომეტაა ძაჩირული და კუდი, რომელიც თან მიჰყვება მას. მოძრაობასთან ერთად კომეტის უკან ასეულობით ათასი კილომეტრის სიგრძის მტვრის ზოლი რჩება. კომეტებიდან ამოტყორცნილი ფრაგმენტები მეტეორული წვიმების წყაროა.

 კაცობრიობამ ამ კუდიან ციურ სხეულებთანაც მოახერხა ახლოს მისვლა. Stardust (ვარსკვლავური მტვერი)-მა ერთ-ერთი კომეტის (21P/ჯაკობინი-ცინერი) კუდში გაიფრინა და აღებული ნიმუშები დედამიწაზე გამოაგზავნა (კომეტებზე მონადირენი). მისია ”როზეტას” (2016 წ.) აპარატი, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ორბიტაზე გავიდა, ათასობით ფოტო გადაიღო, შეისწავლა კომეტის კომა და პატარა მაცივრის ზომის ზონდი – ”ფილი”, ზედაპირზე ჩაუშვა (“როზეტა” და კომეტა).

კომეტა C/1995 O1 ჰეილ-ბოპი.

 დედამიწასთან ახლოს ყოველწლიურად რამდენიმე კომეტა ჩაივლის ხოლმე, თუმცა მათი უმრავლესობა მხოლოდ ტელესკოპით დაიმზირება, ხოლო ზოგიერთი მათგანი ნამდვილ დღესასწაულს უწყობს ხოლმე ასტრონომებსა და მოყვარულებს, მაგალითად, ჰეილ-ბოპის კომეტა, რომელიც 18 თვის განმავლობაში დაიმზირებოდა (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.