ასტრონომებმა კომეტა რეკორდულ მანძილზე გადაიღეს

 კვლევის ავტორთა მიერ გადაღებული ჰეილ-ბოპის კომეტა. 

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კომეტის ფოტოები მიიღო, რომელიც დედამიწას 30,7(პლუტონის ორბიტის ახლოს) ასტრონომული ერთეულით არის დაშორებული(1 ა.ე = 150 000 000 მილიონი კმ.). ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Astronomy and Astrophysicsში გამოქვეყნდა.

 ლაპარაკია ჰეილ-ბოპის კომეტაზე(ობიექტი C/1995 O1). ის 1995 წელს აღმოაჩინეს, ხოლო 1997-ში კომეტა მაქსიმალურად მიუახლოვდა მზეს(პერიჰელიუმი). მთლიანობაში, ღამის ცაზე კომეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით 18 თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი – ეს აბსოლუტური რეკორდია ადამიანების მიერ ჩატარებული დაკვირვებების ისტორიაში.

 კვლევის ჩარჩოებში, მეცნიერებმა შეისწავლეს მონაცემები, რომლებიც ლა-სილას 2,2 მეტრიანი ტელესკოპით 2007 წელს შეაგროვეს(მაშინ კომეტამდე მანძილი 25,7 ა.ე. იყო). მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ მზიდან შორ მანძილზე მდებარეობის მიუხედავად, კომეტამ არ შეწყვიტა აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა – კერძოდ, ისევ დაიმზირებოდა ე.წ. კომა – გაზურ მტვროვანი ღრუბელი ბირთვის გარშემო(ეს შეიძლება მანამდე ამოფრქვეული ნაერთები იყოს).

ჰეილ-ბოპის კომეტა მზის გარშემო შემოვლას 2534 წელს ანდომებს, ასე რომ მასთან შემდეგი შეხვედრა ძალიან დიდი ხნის მერე მოხდება(Pete Petree, NASA, Wally Pacholka).

 მკვლევართა თქმით, ახალი შედეგები მათთვის მოულოდნელობად იქცა. კერძოდ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ დროის განმავლობაში კომეტა მთლიანად უნდა „დაწყნარებულიყო“. ახლა კი სპეციალისტებს ასეთ ობიექტებზე არსებული წარმოდგენების გადახედვა მოუწევთ.

 გარდა ამისა, მკვლევარებმა ობიექტის ზედაპირის ტემპერატურის გაზომვა შეძლეს. როგორც აღმოჩნდა ის 53,1 (-220oC) კელვინს შეადგენს და კომეტა აღარ იქნება აქტიური, როცა ტემპერატურა 53 კელვინს ქვემოთ დაეშვება.

One comment

  1. ბავშვობაში მახსოვს ციური სხეული რომელსაც ჰქონდა კუდი, ყოველ დღე ვხედავდი და სულ მაინტერესებდა რა იყო და რატო აღარ ჩანდა შემდეგ. მადლობა სტატიისთვის, გავარკვიე როგორც იქნა))

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.