განახლდა: 13/09/2018
კომეტა 21P/ჯაკობინი-ცინერი, 9 სექტემბერს, ტელეობიექტივით (”ზუმიანი” ობიექტივი) გადადაღებულ ამ ფოტოზე, ვარსკვლავური გროვებისა და ნისლეულების ფონზე, მეეტლის თანავარსკვლავედში დაიმზირებოდა. მწვანე კომა და გადღაბნილი კუდი, სხვადასხვა ფერის ვარსკვლავებთან და მოწითალო ნისლეულებთან კონტრასტირებს. პერიჰელიუმთან ახლოს, კომეტასა და დედამიწას შორის მანძილი სულ რაღაც 200 სინათლის წამი იყო (რა არის სინათლის წელი?). კუდთან, კარგად ცნობილი ნისლეულები მოჩანს, M38 (ცენტრიდან მარცხნივ) და M36, ჩვენიდან 4 ათასი სინათლის წლის მანძილზე. ზედა მარცხენა კუთხესთან შეამჩნევთ ემისურ ნისლეულს – IC 405, იგივე ცეცხლოვანი ვარსკვლავები, რომლამდე მანძილი 1500 სინათლის წელია. მარჯვნივ – IC 410, ცნობილი თავისი თავკომბალებით, რომლებშიც ვარსკვლავები ფორმირდება (თავკომბალები IC 410-ში). იქამდე მანძილი 12 ათასი სინათლის წელია. ჯაკობინი-ცინერის კომეტა, მზის სისტემის კუთვნილებაა, ჩვენი ცენტრალური მნათობის გარშემო ის 6,5 წლიანი პერიოდით ბრუნავს და მეტეორული ნაკადის, ოქტომბრის დრაკონიდების წყაროა (კომეტები).