მტვრად ქცეული ISON-ი

 2013 წელს დიდი იყო მოლოდინი იმისა, რომ კომეტა ISON-ი საუკუნის კომეტა გახდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, მის დაშლაზე თვალყურის დევნებამზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორიამ(SOHO) შეძლო.

 ეს გამოსახულება 2013 წლის 28-30 ნოემბერს გადაღებული ფოტოებით არის შედგენილი. გამოსახულებაზე კომეტა მარჯვენა დაბალი კუთხიდან შემოდის და მზის შემოვლის მერე ზედა მარჯვენა კუთხეში ინაცვლებს. ელვარე ვარსკვლავი მარცხენა დაბალ კუთხეში წითელი ზეგიგანტი ანტარესია.

 ასტრონომები 1 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ კომეტას, სანამ ის მზეს უახლოვდებოდა, ნოემბრის ბოლოს კი კამერა LASCO C3-ის თვალსაწიერშიც მოყვა. ISON-მა მზის ცეცხლოვან ზედაპირს 1 165 000 კილომეტრის მანძილზე გადაუფრინა, პლანეტა მერკურიზე 50-ჯერ უფრო ახლოს.

 მისი მოძრაობის ტრაექტორიაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ამ კომეტამ მზისკენ მოგზაურობა დაახლოებით 3 მილიონი წლის წინათ დაიწყო, გადაგდებული იქნა რა თავისი შორეული ორბიტიდან სისტემის ახლოს მოძრავი ვარსკვლავის გრავიტაციული ზემოქმედებით. 2013 წელს კი მისი ბედი სულ რაღც რამდენიმე დღეში გადაწყდა.

 2013 წლის 27 ნოემბერს ელვარების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მაქსიმალურად მიახლოების მერე დაიწყო გაქრობა, რაც მიაზე მიუთითებდა, რომ კომეტებს მყარი ყინულოვანი ბირთვები გააჩნიათ. შემდეგ ბირთიც დაიშალა და კომეტისგან მხოლოდ მტვრის ღრუბელიღა დარჩა.

 ISON-ის დაშლამ ასტრონომებს კომეტის გარედან და შიგნიდან დანახვის საშუალება მისცა. მსგავსი იშვიათი შესაძლებლობა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს მხრიდანაც გველის, თუმცა განსხვავებული დასასრულით, რადგან ეს უკანასკნელი მზიდან შორს იმოძრავებს.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.