NASA ცდილობს გაარკვიოს, რა დაემართა ISON-ს

 კომეტა ISON-ზე რამდენიმე დღიანი მუდმივი დაკვირვებების მერე, დარწმუნებით მარტო ის შეიძლება ითქვას, რომ მზის შემოვლის მერე კომეტა დაპატარავდა, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალია. ღიად რჩება კითხვა: კაშკაშა ლაქა, რომელიც ახლა მზეს შორდება, უბრალოდ ნამსხვრევებია, თუ პატარა ბირთვი, დიდი ყინულის ლოდის ფრაგმენტი. ასტრონომთა უმრავლესობა თვლის, რომ კომეტისგან მხოლოდ მტვერიღა დარჩა.

 კომეტა ISON-ი, რომელმაც თავისი მოგზაურობა დაახლოებით 3 მილიონი წლის წინათ ოორტის ღრუბლიდან დაიწყო(მოკლედ მზის სისტემის შესახებ), 2013 წლის 28 ნოემბერს მზეს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ამ მომენტში მასზე დაკვირვება ნასას აპარატების STEREO-A და B-ს, ასევე ევროპისა და ა.შ.შ-ს ერთობლივი მისიის SOHO-ს საშუალებით ხდებოდა. როცა კომეტა მზესთან ერთად აპარატებისთვის უხილავი იყო, მზის დინამიკის ობსერვატორიამაც(SDO) ვერ შეძლო მისი დაფიქსირება, ამიტომ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კომეტა მთლიანად დაიშალა. თუმცა, გარკვეული დროის მერე კორონოგრაფების კამერებმა რაღაც დააფიქსირეს, რომლის ელვარება ISON-ის პერიჰელიუმამდელ ელვარებაზე დაბალი იყო.

 ეს უბრალოდ მტვრის ელვარე ლაქაა თუ პატა ბირთვი, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. 1 დეკემბერს ჩატარებული დაკვირვებებით შეიძება დავასკვნათ, რომ ბირთვი დაიშალა. ობიექტის ელვარებაზე შემდგომი დაკვირვებებით დადგინდება მთელია თუ არა ბირთვი, როცა დაკვირვებებში უკვე ”ჰაბლიც” ჩაერთვება(კიდევ ISON-ზე).

3 comments

  1. კი:). ანომალიების მძებნელებმა უნდა ნახო რეები გააძრეს, ჯერ აისონი ყლაპავს რაღაც ობიექტს, მერე კადრში რაღაცა გიგანტსკი ობიექტი ეძრობა:)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.