ზეახლების ანომალური სითბო

 ახალი გამოთვლების მიხედვით, ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირი ვერანაირად ვერ უნდა გათბეს(Nature).
ფაქტები, თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებენ და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იქ მიმავალი პროცესები გაცილებით რთულია, ვიდრე მეცნიერებს წარმოუდგენიათ.
_დამაინტრიგებელი თეორიული განცხადებები ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, სერიოზულად ეწინააღმდეგებიან დამზერილ რეალობას და ჩვენთვის უცნობ პროცესებზე მიუთითებენ, რომლებიც ამ ობიექტებში მიმდინარეობენ. ამის შესახებ შეტყობინება მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტიდან მოვიდა, ჰენდრიკ შათცის ხელმოწერით.
zeaxlis zed cxeldeba
ნეიტრონული ვარსკვლავი აკრეციული დისკოთი მის გარშემო მხატვრის წარმოდგენით. როგორც არ უნდა ცხელდებოდნენ მისი გარე ფენები, ეს მექანიზმი მეცნიერებისთვის გაურკვეველი რჩება.
_ასტრონომიული დაკვირვებები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ნეიტრონული ვარსკვლავების(ნვ) ზედაპირები ცხელია. ეს, თეორიის თვალსაწიერიდანაც ლოგიკურია: ნვ-ბის ქერქში მიმდინარე ბირთვული პროცესები მის ზედაპირს უნდა აცხელებდეს.
_თუმცა, ჰენდრიკ შათცის ჯგუფის გამოთვლებით, ნვ-ის ქერქში მიმდინარე ბირთვულმა რეაქციამ გარკვეულ ზონაში ნეიტრინოების მძლავრი ნაკადის გენერაცია უნდა მოახდინოს, რომლებსაც ვარსკვლავიდან ენერგია მიაქვთ, ისე, რომ შემომფარგლავ მატერიასთან არანაირ ურთიერთქმედებაში არ შედიან(ნეიტრინული გაცივება).
ეს იქედან გამომდინარეობს, რომ ექსტრემალური წნევა და სიმკვრივე ნვ-ის შიგნით, ყველა გამოთვლებით, ატომების ბირთვების დეფორმაცია უნდა გამოიწვიოს. თუ თავიანთი „მრგვალი“(თუმცა ატომის რაიმე ფიქსირებულ ფორმაზე ლაპარაკი ძნელია) ფორმების გამო ატომები ნეიტრინულ გაცივებას ახდენენ, „დეფორმირებულები“, პირიქით, დიდი რაოდენობით ნეიტრინოების გაჩნას ხელს არ უშლიან, რომლებსაც ბიღტვული რეაქციების ადგილებიდან ენერგია მიაქვთ.
_ბირთვების ასეთ „დეფორმაციას“, როგორც ითვლება, საკმაოდ მყარი თეორიული ზურგი გააჩნია. ამიტომ მის რეალურობაში ეჭვის შეტანა ძნელია. თუმცა მეცნიერების მიერ წარმოდგენილი გამოთვლებიდანაც საკმაოდ უსიამოვნო დასკვნები გამომდინარეობენ. „ეს გამაცივებელი ფენა ძალიან ახლოსაა ზედაპირთან. თუ წიაღის სითბომ ამ ფენამდე რაღაცნაირად მოაღწია, მის გადალახვას და ზედაპირზე გამოსვლას მაინც ვერ შეძლებს. სწორედ ეს ცვლის ჩვენს წარმოდგენებს იმის შესახებ, რატომ არის ნვ-ის ზედაპირი ცხელი. ახლა ეს გამოცანაა“ – ამბობს მკვლევარი.
_დაკვირვებები არაორაზროვნად ამბობენ, რომ შათცის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ფენის მიუხედავად, ნვ-ებს ცხელი ზედაპირები გააჩნიათ. ანუ, დარწმუნებულია თეორეტიკოსი, არსებობს რაღაც უცნობი მექანიზმი, რომლითაც ნვ-ს გარე ფენა წიაღში არსებული სითბოს გარეშეც თბება(ზეახალი ვარსკვლავი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.