წლის კომეტა ”ჰაბლმა” გადაიღო

 ფოტო 10 აპრილსაა გადაღებული, როცა კომეტა C/2012 S1 (ISON) დედამიწას 634 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. მტვრისა და გაზის ღრუბელი(კომა) ციური სხეულის გარშემო 5 ათას კილომეტრს აღწევს, ხოლო კუდის სიგრძე 92 ათას კილომეტრზე მეტს.

 პერიჰელიუმს(მზესთან უახლოეს წერტილს) კომეტა, გამოთვლებით, 28 ნოემბერს მიაღწევს – ის ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირიდან 1,1 მილიონი კილომეტრის მანძილძე გაივლის. ამ მომენტისთვის მისი ელვარება, სავარაუდოდ, – 13 ვარსკვლავურ სიდიდეს მიაღწევს, როგორც სავსე მთვარე. მისი დანახვა მზესთან დღეც იქნება შესაძლებელი.

 თუ ასტრონომთა ვარაუდი გამართლდა, C/2012 S1-ი ”2013 წლის დიდი კომეტის” სახელს მიიღებს, საუკუნისაც კი. XX საუკუნის ყველაზე ელვარე კომეტა იყო C/1965 S1(იკეია-სეკი), რომლის ელვარებამ პერიჰელიუმში 1965 წელს – 10 ვარსკვლავურ სიდიდეს მიაღწია.

 ამასთან ერთად, მეცნიერები შეფასებების დროს სიფრთხილეს იჩენენ, რათა არ განმეორდეს იგივე სიტუაცია, როგორც კომეტა C/1973 E1(კოგოუტეკა) გამოჩენის დროს. 1973 წელს აღმოჩენილ ციურ სხეულს მაშინვე ”ასწლეულის კომეტას” სახელი მიანიჭეს. მზესთან მიახლოებასთან ერთად, ნაწილობრივ დაიშალა, ხოლო ელვარება – 3 სიდიდეზე მაღლა ვერ ავიდა.

 კომეტა C/2012 S1 ორმა ასტრომოყვარულმა: ვიტალი ნევსკიმ(რუსეთი) და არტიომ ნოვიჩონოკმა 2012 წლის 21 სექტემბერს აღმოაჩინეს. დაკვირვებები კისლოვოდსკის ობსერვატორიიდან ტარდებოდა, რომელიც საერათშორისო ოპტიკურ ქსელშია(ISON) გაერთიანებული(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.