ვარსკვალური წყვილი გრავიტაციულ ტალღებს უშვებს

 გრავიტაციის აინშტაინისეულმა გაგებამ კიდევ ერთ სერიოზულ ასტროფიზიკურ გამოცდას გაუძლო. ვარსკვლავური წყვილი, შემდგარი ნეიტრონული ვარსკვლავისა და თეთრი ჯუჯასაგან, საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავენ და ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდებიან, სწორედ ასეთ ქმედებას წინასწარმეტყველებს ფარდობითობის ზოგადი თეორია. გრავიტაციული ტალღების გამოსხივებით ენერგიის კარგვის ხარჯზე.

ნეიტრონული ვარსკვლავი, აღმოჩენილი კანადელი ასტრონომის რაიან ლინჩის მიერ, კლასიფიცირებულია, როგორც პულსარი: სწრაფად ბრუნვისას ის სივრცეში რადიოსიგნალს ასხივებს – დაახლოებით 25-ჯერ წამში. მისი მეწყვილე, ხნიერი თეთრი ჯუჯა, მოგვიანებით, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის „ძალიან დიდი ტელესკოპით“(VLT) აღმოაჩინეს.

ამის მერე მეცნიერებმა ორივე ვარსკვლავის მასები გამოითვალეს, რაც გრავიტაციის თეორიის გადასამოწმებლად იყო აუცილებელი. პულსარი ცნობილთა შორის ყველაზე მასიური აღმოჩნდა, მისი მასა დაახლოებით ორჯერ მეტია მზისაზე.

ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით(ფზთ), ერთმანეთის გარშემო მოძარვი ასტრონომული ობიეტქები, დრო-სივრცულ წრეებს – გრავიტაციულ ტალღებს უნდა წარმოქმნიდნენ. ამ ეფექტის აღმოჩენა მცირე მასის სხეულებით ძალიან ძნელია, თუმცა ერთმანეთთან ახლოს, დედამიწა-მთვარეზე ორჯერ მეტ მანძლზე, მყოფი მასიური ვარსკვლავები ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს გრავიტაციული ტალღების სახით უნდა კარგავდნენ(თეთრი ჯუჯები გრავიტაციულ ტალღას უშვებენ…).

გრავიტაციული ტალღების უშუალო დამზერა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ენერგიის დანაკარგი, საჭირო მათ წარმოსაქმნელად, როგორც გრავიტაციის თეორია წინასწარმეტყველებს, ვარსკვლავური წყვილის თანდათანობით მიახლოებას იწვევს. პირველად ეს ეფექტი უფრო მსუბუქი და ერთმანეთიდან შორს მდებარე ვარსკვლავებზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რამაც კვლევის ავტორებს ნობელის პრემია მოუტანა ფიზიკაში(1993წ.).

 ახლახანს აღმოჩენილი წყვილის ბრუნვის პერიოდი, რომელიც 2,46 საათს შეადგენს, ფზთ-ს მიხედვით, წელიწადში დაახლოებით 8 მიკროწამით უნდა შემცირდეს. დაკვირვებებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამი რადიოტელესკოპით, სწორედ ასეთი შემცირება დაფიქსირდა.

ფიზიკოსები ელიან, რომ გარკვეულ დონეზე ფზთ, რომელიც გრავიტაციის კვანტურ თეორიასთან თანხმობაში ვერ მოდის, დიდ ცთომილებას მოგვცემს. თუმცა ახალი დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ ეს დონე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. გრავიტაციის რიგი ალტერნატიული თეორიები, რომლებიც ასეთი სისტემების პერიოდების უფრო სწრაფ შემცირებას ვარაუდობენ, შეიძლება არქივს ჩაბარდეს, ხოლო რომელიმე სხვა კონკურენტმა თეორიამ თავის სასარგებლოდ ქულა დაიწეროს. ფზთ ჯერ კიდევ მართებულ თეორიად რჩება, თუმცა არა ერთადერთად(კიდევ აინშტაინთან დაკავშირებით).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.