რა მოხდებოდა, დედამიწა ბრტყელი რომ იყოს, როგორც ზოგიერთი ადამიანის ტვინი?

 რთული დასაჯერებელია, რომ 2018 წელსაც, არსებობენ ადამაიანთა ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ ყველა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოები გვატყუებენ, მთავრობებს ემორჩილებიან(რეპტილოიდებს ალაბათ) და მრგვალი დედამიწის ფოტოებით გვაშტერებენ. უარესსაც გეტყვით, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ არანაირი კოსმოსი არ არსებობს და ვერც იარსებებს, რამეთუ პლანეტა დედამიწა რაღაც ციური სიმყარით არის დაფარული.

 მეცნიერების პოზიციიდან, ბრტყელი დედამიწისა და ბრტყელტვინიანების კონცეფცია, უარყოფილი რამდენიმე ასეული წლის წინათ, საკმაოდ სასაცილოდ და სულელურად გამოიყურება, განსაკუთრებით, თუ მისი მომხრეების წარმოდგენილ დასკვნებს ჩავუღრმავდებით. ამაზე საუბარი უინტერესო იქნება, ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს. სრული აბსურდულობის მიუხედავად, ბრტყელი დედამიწის თეორია საკმაოდ საინტერესო კითხვას აჩენს: როგორი იქნებოდა ჩვენი ყოფა ბრტყელ დედამიწაზე?

 ჩრდილოეთის გრავიტაცია

 თუ გგონიათ, რომ გრავიტაცია ყველას ქვემოთ გვექაჩება, ცდებით. ის დედამიწის ცენტრისკენ გვიზიდავს. აი რატომ არ ვარდებიან ჩვენგან საპირისპირო ნახევარსფეროში მყოფი, თავით ”ქვემოთ” მოქცეული ადამაიანები კოსმოსში. გრავიტაცია ყველაფერს ცენტრისკენ იზიდავს, იქ, სადაც დედამიწის მასის ძირითადი ნაწილია თავმოყრილი.

 ბტყელთავიანთა მიერ შედგენილ რუკაზე დედამიწის ცენტრი ჩრდილოეთშია, ანუ ყველაფერიც იქეთ მიიზიდება, თან საკმაოდ ძლიერად. ნაპირებიდან გადმოსული მდინარეები, დიაგონალზე გაზრდილი ხეები, მზისგან გადამწვარი ზედაპირი. დავუშვათ, ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადავლახეთ, მომაკვდინებელი კოსმოსური სხივებისა და მზის რადიაცისგან დამცავ მაგნიტურ ველს რას უშვებით? ის იმიტომ არსებობს, რომ დედამიწა ბრუნავს. თუ პლნეტა გაჩერდება, მაგნიტური ველიც გაქრება, მასთან ერთდ გაქრება ოზონის ფენა, მთლიანად ატმოსფერო და ჩვენც(გეოდინამო და მთვარე; თუ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს…). ესეც გადავლახეთ. რა დაწვავს დედამიწისკენ მოძრავ უამრავ მეტეოროიდს? დაბრკოლების გარეშე ვარდნილი ციური სხეულები მთვარისას დაამსგავსებს დედამიწის ლანდშაფტს.

 ნავიგაცია?!

 ზემოთ ჩამოთვლილის გამო, ჩვენი უკანასკნელი დღეები იმ ყველაფრის ფუნქციონირების ერთბაშად გაჩერებით დასრულდებოდა, რაც საუკუნეების განმავლობაში გამოვიგონეთ და გავაკეთეთ.

 ბირთვის, მანტიისა თუ ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსის გარეშე სრულიად უსარგბლოა კომპასი. ვეღარც ფრინველთა ბუნებრივი კომპასი იმუშავებს(ცხოველური მაგნიტიზმი). ცაზე ერთ ადგილზე გაჩერებული ვარსკვლავებიც ვერ გვეტყვიან, საით წავიდეთ. გლობალური ნავიგაციის სისტემა(GPS) არა მარტო შეწყვეტდა მუშაობას, არამედ ჩვენ დახოცვასაც დაიწყებდა, მისი შემადგენელი 1300-მდე თანამგზავრის დედამიწის ზედაპირზე ვარდნით.

 ძალიან შორს მდებარე ობიექტებსაც დავინახვდით

 ბრტყელ დედაიწაზე ცხოვრებას თავისი პლიუსებიც აქვს( 🙂 ). ძალიან ცოტა და უსარგებლო, მაგრამ მაინც. ჩვენ საკმაოდ ძლიერი თვალები გვაქვს, რომელთა შორსმჭვრეტელობა დედამიწის ჰორიზონტით არის შეზღუდული, ის ხომ მრგვალია (უიჰ). ასე რომ არ იყოს, ქვეყნის მეორე მხარეს სახლის ფანჯრიდანვე დავინახავდით. რა ატმოსფეროს ლივლივი და რა გიდირების მოწყობილობა ასტრონომიული ფოტოების გადასაღებად? ასტრომოყვარულობა გაიაფდებოდა ( 🙂 ).

 მიწისძვრა არა ის…

 ბრტყელი დედამიწის ტექტონიკაზე საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ თუ ტექტონიკური ბაქნები უძრავია, რელიეფის მრავალფეროვნებაც არ იქნება. არანაირი მთები და გორაკები, ოკეანის წყალი კი მთელ ზედაპირზე ერთგვაროვნად არის განაწილებული.

 დავუშვათ, ეს ლანდშაფტი თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული(ვისგან ან რისგან, თვითონ გადაწყვიტეთ 🙂 ), ვულკანებს რას უშვებით?(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

 გადაულახავი კედელი

 ბრყტელი დედამიწის თეორიის მიხედვით, ჩვენი პლანეტა სქელი ყინულის კედლით არის შემოფარგლული, რომელიც წყლის გადაღვირსგან იცავს მას. ანუ ანტარქტიკა არავის უნახავს, არა და ბევრმა ნახა, არც მათი გემები გადავარდნილა სადმე და არც რაიმე კედელს დაჯახებია. როგორც ჩანს, ესენიც გვატყუებენ, მაგრამ ტექტონიკური ბაქნების მოძრაობა ხომ რეალურად არსებობს, რასაც ყინულის გაბზარვა და წყლის გადაღვრა შეუძლია გამოიწვიოს.

 წლის დროები, ქარი, წვიმა?

 ბრტყელ დედამიწაზე მცხოვრებ ზამთრის მოძულეებს ნამდვილად გაუმართლებდათ, რადგან სულ ზაფხული იქნებოდა. სეზონების ცვლილება ხომ დედამიწის ღერძის დახრილობის გამო ხდება(სეზონების ცვლილება ყველგან ხდება?(ანი)).

 მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთისკენ მქროლი ქარები, კლიმატური კატასტროფის ტოლფასია. თუ ბრუნვითი მოძრაობა არ არის, არც კორიოლისის ძალა იქნება, ვერც ქარი იარსებებს(არა სუსტი ნიავი) და ვერც წვიმა, თუ არ ჩავთვლით კიდეებთან ახლოს მდებარე რეგიონების მცირე ნესტიანობას. პლანეტის დანარჩენი ნაწილი უსიცოცხლო უდაბნოდ გადაიქცეოდა.

 მზე 🙁

 ზემოთ ჩამოთვლილი სისულელეები კიდევ უფრო სულელური იქნება, თუ ბრტყელი დედამიწა მზეზე ვარდნისთვის არის განწირული(საით და რა სიჩქარით მივქრით 2).

 ბრტყელტვინიანები ამბობენ, რომ გრავიტაცია არ არსებობს, დედამიწა კი ყოველთვის ერთ ადგილზე დგას, მზე არა გიგანტური გავარვარებული სფეროა, არამედ დედამიწიდან 6400 კილომეტრის ტოლ მანძილზე მდებარე პატარა მანათობელი ბურთი, რომელიც სულ თავზე დაგვნათის. რა უშლის მაშინ მას, სხვა პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს ამ თავებზე დაცემას?!

 ყველაზე დიდი შეთქმულება სამყაროში

 ზღაპარი მრგვალი დედამიწის შესახებ NASAში მოიგონეს, აპოლონის მისიებში 400 000-ზე მეტი მატყუარა მონაწილეობდა, მეზღვაურები გვატყუებენ, საბჭოთა კავშირი გარყვნილ დასავლეთს აყვა რატომღაც ამ აფიორაში, არანაირი კოსმოსური თანამგზავრები არ არსებობს, არც ჰელიუმით გაბერილი ბუშტები გაუშვია ვინმეს – აი რამდენი მილიონი ადამიანია უკვე ამ სიცრუეში ჩათრეული. ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, ყოველგვარი მორალური დილემების გარეშე, თვალებში გვიყურებენ და გვატყუებენ 🙂 .

 თუ მართლაც ასე ვცხოვრობთ, მზეზე ვარდნა ყველაზე უფრო საუკეთესო პერსპექტივა იქნებოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *