რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს

 დედამიწის მაგნიტური ველი კოსმოსური სხივებისგან გვიცავს(Astrobiology), რომლებიც იმათაც ემუქრება, ვინც მარსზე გაფრენას აპირებს(მაგნ.ველი ფაქტიურად არ არის). დამცავი ველის გარეშე ვერც ეკზოპლანეტებზე გაჩნდება სიცოცხლე.

 ზემოთ ნათქვამი, აშკარა ბანალურობად იქამდე ითვლებოდა, სანამ დიმიტრი ათრი, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტიდან(ა.შ.შ.), ამის გადამოწმებას გადაწყვეტდა.

 მან მოდელი შეადგინა, რადიაციის დონის გათვალისწინებით, დედამიწის, მარსისა და სხვა პლანეტების ზედაპირებზე, ამ პლანეტების ატმოსფეროებისა და მაგნიტური ველების პარამეტრთა ფარგლებში. შეგახსენებთ: არა მარტო მაგნიტური ველის პრობლემაა მარსზე, ატმოსფეროც ასჯერ გაიშვიათებულია, ხოლო კოსმოსური სხივები და რადიაცია, ჩვენნაირი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 ”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ატმოსფეროს სისქე გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგნ.ველისგან განსხვავებით, რადიაციული დოზის დასადგენად, რომელსაც პლანეტა იღებს. თუ დედამიწას მაგნიტური ველის გარეშე დავტოვებთ, რადიაციის დონე მხოლოდ ორჯერ გაიზრდება. ეს ბევრია, თუმცა ეფექტი დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს ჩვენზე” – ამბობს ათრი. თუ მაგნ.ველს დავტოვებთ, ხოლო ატმოსფეროს შეთხელაბას დავიწყებთ, ახლანდელზე მეათედი სისქის დროს რადიაციის დოზა 1600-ჯერ გაიზრდება, ირწმუნება მეცნიერი. თან ეს შედეგები ატმოსფეროს შემადგენელთანაც სუსტად არის დაკავშირებული, რომელი გაზიც არ უნდა დომინირებდეს, კოსმოსური სხივებით ბომბარდირება, მხოლოდ რამდენიმე პროცენტით შეიცვლება. ანუ, მაგნიტური ველის არ მქონე ვენერა, თავის ზედაპირს შეუდარებლად კარგად იცავს(პლაზმოსფერული ქარის არსებობის მტკიცებულება).

 ასტრობიოლოგიური თვალსაზრისით, გასაოცარი ფაქტია: სამყაროს ვარსკვლავთა უმრავლესობა წითელი ჯუჯებია(დამალული მასა; მილიარდობით ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში; გაზრდილი სასიცოცხლო ზონა წითელი ვარსკვლავების გარშემო), ყველაზე დიდ ხანსაც ისინი ცოცხლობენ(გალაქტიკის ასაკის ყავისფერი ჯუჯები). მათთანვე, როგორც ვარაუდობენ, სიცოცხლისათვის თავსებადი ეკზოპლანეტების ძირითადი ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, მათი დასახლებულობის საწინააღმდეგო თეზისი ყოველთვის ასეთი იყო – ”არ არის მაგნიტური ველი – არც სიცოცხლე განვითარდება”. წითელ ჯუჯასთან სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში ყოფნა, მნათობთან ახლოს ყოფნას ნიშნავს, ანუ ძლიერი გრავიტაციული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, ეს ფაქტორი და ზოგიერთი სხვაც, პლანეტის მაგნიტური ველის დასუსტებას იწვევს.

 კიდევ ერთი ინფორმაცია განსჯისათვის. ახლახანს, გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა: დედამიწის მაგნიტური ველი პოლუსების ცვლილება არა 780, არამედ 41 ათასი წლის წინათ მოხდა, ანუ ჩვენი ბიოლოგიური სახეობის არსებობის დროს, რომელმაც ამ ცვლილებაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა, არადა უნდა მოეხდინა: პოლუსების ცვლილებისას მაგნ.ველი 20-ჯერ მცირდება და ცოცხალ ორგანიზმებს, ასე რომ ვთქვათ, კოსმოსური სხივებისთვის ”შიშველს” ტოვებს. მიუხედავად ამისა, 250 წელმა ზესუსტი მაგნ.ველის პირობებში, იმ დროს მცხოვრებ ჰომო საპიენსებში(თავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს) არანაირი პრობლემების კვალი არ დატოვა. ასე რომ, წითელ ჯუჯებთან არსებულ სიცოხლეს თუ რამე ემუქრება, მათ შორის, მაგნიტური ველის სისუსტე ვერ იქნება(გადატრიალება მზეზე;კოსმოსიდან მოვლენილი კიბო).

 საქმე იმაშია, რომ, დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, დედამიწა ძალიან პატარა პლანეტაა მის მსგავსთა შორის. სხვა სისტემებში, დედამიწის ჯგუფის სხეულთა უმრავლესობა მეტი რაოდენობითაა და გაცილებით სქელი ატმოსფერო და ჰიდროსფერო გააჩნია. შესაბამისად, იქაური ცოცხალი არსებები კოსმოსური სხივებისაგან ჩვენზე უკეთესადაც შეიძლება იყონ დაცული.

axlo gama_anteba

 ახლო გამა-ანთება – კოსმოსური რადიაციის კიდევ ერთი წყაროა, რომელსაც სიცოხლისათვის სერიოზული დარტყმის მიყენება შეუძლია. აზოტის ჟანგების მოყავისფერო ღრუბლები იქ გაჩნდება, სადაც ასეთი მოვლენით გამოწვეული გამა-სხივების ”წვიმა” მოვა(გამა-ანთებები: მათი წარმომავლობა და როლი).

 კიდევ ერთი საკითხი: რამდენად მნიშვნელოვანია მაგნიტური ველი პლანეტაზე წყლის საფარის არსებობისთვის? თანამედროვე მოდელი ვენერას ისტორიის შესახებ ამტკიცებს, რომ სწორედ მაგნ.ველის არ არსებობის გამო დაკარგა პლანეტამ წყალი, რომელიც ჟანგბადად და წყალბადად ფოტოლიზის მერე, მზის ქარს(პოლარული ნათება) ნაწილ-ნაწილ გაჰქონდა კოსმოსში(მარსის ატმოსფეროს ხვედრი). ამავე დროს იმასაც ამბობენ, რომ ასეთი სცენარის რეალიზაციისთვის, პირველ რიგში, პლანეტა ძლიერი მაგნიტური ქარის მქონე ვარსკვლავის სისტემაში უნდა იყოს(წითელ ჯუჯათა უმრავლესობა ამ პარამეტრით ვერ დაიკვეხნის), მეორე რიგში, ცენტრალური მნათობი ძლიერ ულტრაიისფერ გამოსხივებასაც უნდა იძლოდეს, რადგან მთელი პლანეტის გამაუწყლოებელი ფოტოლიზი, ატმოსფეროს ზედა ფენებში, სწრაფი ტემპით უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ამ საკითხის ბოლომდე გარკვევა მხოლოდ ახალ კვლევებს შეუძლია(რამ შეჭამა მარსის ატმოსფერო?; ადრე დედამიწის ატმოსფერო ტიტანისას ჰგავდა; მაგნიტური ველი – პლანეტის ეფექტური დამცველი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.