ცენტრიდანული ძალა

 თქვენ, ალბათ, გადაგიტანიათ უსიამოვნო შეგრძნება, როცა მანქანა, რომელშიც ზიხართ, მკვეთრ მოსახვევში შედის. გეჩვენებათ, რომ სადაც არის მანქანიდან გადმოვარდებით. თუ ნიუტონის კანონებს გავიხსენებთ, გამოდის, რომ რადგან მანქანის კარებზე მიეკარით, ესეიგი თქვენზე რაღაცა ძალამ იმოქმედა. მას ჩვეულებრივ „ცენტრიდანულ ძალას“ უწოდებენ. სწორედ ცენტრიდანული ძალის გამოა, რომ მოსახვევში შესვლისას ლამის სუნთქვა შეგვეკრას, როცა ეს ძალა მანქანის ძარაზე გვაკრავს(centrum(ცენტრი) და fugus(სირბილი),1689 წელს შემოიღო ისააკ ნიუტონმა).

რა სიჩქარეებით მოძრაობს მზე და დედამიწა?(ომარი)

 მზის ბრუნვა სხვა ვარსკვლავებზე უკეთაა შესწავლილი. ბრუნვის კუთხური სიჩქარე იცვლება როგორც განედების ასევე სიღრმის მიხედვით, რაც ძირითადათ გარე ფენებში, ნივთიერების ცირკულაციის(კონვექცია) გამო ხდება.