იუპიტერში შესასვლელი „პორტალი“

 ა.შ.შ. და ბრიტანელმა პლანეტოლოგებმა დაასკვნეს, რომ ატმოსფეროს ტემპერატურა დიდი წითლი ლაქის(დწლ) თავზე, რამდენიმე ასეული გრადუსით მაღალია, ვიდრე სხვაგან(eurekalert). ეს წარმონაქმნი, მეცნიერთა აზრით, თავისებური „პორტალია“, საიდანაც გაზის გიგანტის წიაღის სითბური ენერგია ამოედინება.

 დწლ აკუსტიკური ტალღების წყაროა, რომელთაც წიაღის ენერგია, ატმოსფეროს ზედა ფენებში, 800 კილომეტრის სიმაღლეზე გადააქვს. ეს რხევები, იუპიტერის სიღრმეებში ენერგიის გადანაწილების შედეგად წარმოიქმნება.

 დწლ-ს თავზე ატმოსფეროს ზედა ფენების გაცხელების მექანიზმი ბოლომდე გასაგები არაა, თუმცა, მასში კორიოლისის ძალა უნდა მონაწილეობდეს, რომლის მოქმედება გაზის გიგანტის ეკვატორულ ნაწილში სითბოს გავრცელებას ზღუდავს.

 ანდების თავზეც, ატმოსფეროს ანალოგიური მექანიზმი აცხელებს, იგივე ხდება სატურნზე, ურანსა და ნეპტუნზე. აკუსტიკური ტალღებით ენერგიის გადატანა, გაზის გიგანტებზე ეკვატროთან ახლოს მდებარე ატმოსფეროს მონაკვეთების ანომალური გაცხელება შეიძლება აიხსნას, რომლისთვისაც მზისგან მიღებული სითბო საკმარისი არ არის.

 მეცნიერთა თქმით, ასეთი თეორია ადრეც არსებობდა, თუმცა ახლა მისი დამტკიცება პირდაპირი დამზერით მოხერხდა. კვლევის ძრითადი ნაწილი, მაუნა კეას მთაზე(ჰავაი,ა.შ.შ.) არსებული ინფეაწითელი დიაპაზონის ტელესკოპით(IRTF) ჩატარადა.

 დწლ-ს სიგრძე 40 ათასი, ხოლო სიგანე 13 ათასი კილომეტრია, რაც დედამიწის ნებისმიერ წრფივ ზომებზე მეტია. ლაქა, ყველაზე დიდი ატმოსფერული ხვეულია მზის სისტემაში(ქარიშხალი მონსტრი სატურნზე), ხოლო დაკვირვება ტელესკოპების საშუალებით, მისი აღმოჩენის დღიდან მიმდინარეობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.