დედამიწის დღეები დათვლილია

 ასტროფიზიკოსებმა გამოითვალეს, რომ როცა დედამიწა ”სიცოცხლისათვის თავსებად ზონას” დატოვებს, სიცოცხლისათვის სრულიად გამოუსადეგარი გახდება(Nature News).  ჩვენი პლანეტა უკიდურესად არაკომფორტული 1,75 მილიარდი წლის მერე გახდება. მეთოდი, რომელიც გამოთვლებისთვის გამოიყენეს, სხვა პლანეტებისთვისაც გამოსადეგია, მათ შორის ეკზოპლანეტებისთვისაც. მისი საშუალებით შეიძლება ეკზოპლანეტების გამოვლენა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში და მათზე სიცოცხლის ჩასახვის მეტი შანსები არსებობდა.
სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა – ეს არის ადგილი სივრცეში, რომელშიც პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობა არის შესაძლებელი, უნივერსალური გამხსნელისა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს უზრუნველყოფს. ოდნავ ახლოს ვარსკვლავთან და წყალი აორთქლდება, ხოლო შემდეგ კოსმოსურ სივრცეში გაიფანტება. ოდნავ შორს და წყალი მთლიანად ყინულად გადაიქცევა.
 სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა ერთ ადგილზე არ დგას. ნათობის ზრდასთან ერთად, რაც ვარსკვლავების უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი, მნათობებში მიმდინარე რეაქციები მილიარდობით წლების განმავლობაში იცვლება, სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა ზომებში გაზრდილი ვარსკვლავიდან გადაადგილებას იწყებს. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ სიცოცხლისათვის თავსებადი ზონა მზესთან 0,95-1,67 ასტრონომულ ერთეულებს შორის არის გადაჭიმული(1ა.ე.= 150 000 000 კმ). თუმცა, ამა წლის მარტში ნამუშევარი გამოჩნდა, რომელიც ამ შეფასებას მცდარად მიიჩნევს.
ზონის შიდა საზღვარი ჩვენს პლანეტას 1 მეტრი წელიწადში სიჩქარით უახლოვდება. მეცნიერთა გამოთვლებით, ამ ზონის პერიოდი დედამიწისთვის თავდაპირველად  6,3-6,8 მლრდ. წელს შეადგენდა, ამ დროის 70% კი უკვე გავიდა. სხვა პლანეტები(განსაკუთრებით კი ზონის გარე ზღვართან ახლოს მდებარენი, ან რომლებიც ხანგრძლივი სიცოცხლის მსუბუქი ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ) ზონაში დარჩენა გაცილებით დიდი ხნით შეუძლიათ – 42 მლრდ. წელი და მეტი.
შესაძლებელია, რომ დედამიწას ანომალურად ხანგრძლივი დროის მონაკვეთი დასჭირდა, რათა სიცოცხლის რთული ფორმები ”გამოეზარდა”. თუმცა ეკზოპლანეტებზე სიცოცხლის ძებნისას, ყურაღება ისეთებზე უდნა გავამახვილოთ, რომლებსაც მეტი ხნით შეუძლიათ სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში ყოფნა, ამბობს მარკ კლერი, კვლევის თანაავტორი.
ოპონენტები, რომლებიც ნამუშევარს აკრიტიკებენ, თვლიან, რომ მკვლევარებმა გამოთვლებისთვის ძალიან მარტივი მოდელები გამოიყენეს, რომლის მიხედვითაც ეკზოპლანეტის ატმოსფრო, გეოლოგიური შემადგენელი და ტექტონიკური ბაქნების ურთიერთქმედება ისეთივე ექნებათ, როგორც დედამიწას. ამ პარამეტრების გათვალისწინების გარეშე ვერ დაასკვნი, რომ პლანეტა სიცოცხლისათვის თავსებადია, თვლის პლანეტების კლიმატოლოგი კოლინ გოლდბლატი. რთული არ არის პირობების მოდელირება, რომელთა დროსაც პლანეტა ვენერას ორბიტაზე მდებარე პლანეტა სიცოცხლისათვის ვარგისი იქნება, ხოლო დედამიწის ორბიტაზე – არა, ამტკიცებს იგი.
კლერი ეთანხმება, რომ სიცოცხლისათვის თავსებადი ზონის განსაზღვრა სულ უფრო ზუსტდება და ზუსტდება, თუმცა მისი გუნდის ნამუშევარი არამიწიერი სიცოცხლის საძებნელი მონაკვეთის შევიწროების საშუალებას იძლევა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ჩვენ, შორეულ ვარსკვლავებთან მდებარე პლანეტებზე(მარსიდან ვართ?!; წითელ ჯუჯებთან მდებარე უსიცოცხლო ეკზოპლანეტები; ჰიპოთეზა გეაზე; მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების კიდევ ერთი მტკიცებულება; სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა; საუკეთესო დედამიწა…; არამიწიერი სიცოცხლე თეთრ ჯუჯებთან უნდა ვეძებოთ; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; მარტონი ვართ სამყაროში?; გარდაუვალი სიცოცხლე; უკეთესი საცხოვრებელი; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; “სწორი” ზომების ასტეროიდული სარტყელი და სიცოცხლე; დედამიწაზე სიცოცხლე 2,8 მილიარდი წლის მერე გაქრება; დედამიწელები – ცივილიზაციის ყველაზე უფრო ადრინდელი სახე; საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა; სიცოცხლე ეკზოპლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.