მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების კიდევ ერთი მტკიცებულება

mars-rock-esperance ნასას მიერ მარსზე გაგზავნილმა მოხეტიალე რობოტმა „ოპორტუნიტიმ“, შეიძლება ითქვას, თავისი 10 წლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი აღმოჩენა გააკეთა. მან შეძლო ეპოვა ნიშნები, რომლებიც იმაზე მიუთითებენ, რომ მარსზე ოდესღაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდა. რობოტმა მარსის კრატერულ კლდეზე აღმოაჩინა თიხანარევი მინერალები, რაც იმას ნიშნავს, რომ წითელ პლანეტაზე შორეულ წარსულში სუფთა მინერალური წყალი მიედინებოდა. მეცნიერთა ვარაუდით ეს არის წყალი, რომელსაც თავისი ქიმიური თუ სხვა თვისებებით სიცოცხლე შეეძლო წარმოეშვა.
 გოლფის კალათის ხელა „ოპორტუნიტი“ და მისი ტყუპისცალი „სპირიტი“ მარსზე 2004 წლის იანვარში გაემგზავრნენ. მათ იმაზე დიდ ხანს იმუშავეს, ვიდრე ამას მეცნიერები მოელოდნენ, თუმცა „სპირიტმა“ 2010 წელს მუშაობა შეწყვიტა(სპირიტის მიერ ბოლოს გადაღებული პანორამა), ხოლო „ოპორტუნიტი“ დღემდე აქტიურად მუშაობს, გადაადგილდება და წარსული სიცოცხლის ნიშნებს ეძებს. მან ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი საინტერესო  მასალა შეაგროვა და გამოგვიგზავნა. „ოპორტუნიტიმ“ მცირე რაოდენობით თიხა ადრეც აღმოაჩინა, თუმცა ერთ ადგილას ამდენი რაოდენობით თავმოყრილი ეს მინერალი მას ჯერ არ აღმოუჩენია, რაც მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების არსებობის ძლიერი მტკიცებულებაა. mars-rock-esperanceროგორც მეცნიერები განმარტავენ, მარსის ისტორიის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში, თიხა, მინერალურ წყლებს გადაჰქონდათ, რომელიც შემდეგ ერთ ადგილზე ილექებოდა, რაც ხაზს უსვავმს და გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შეუძლებელი იყო მარსული სიცოცხლე დედამიწაზე მოხვედრილიყო, დროის არდამთხვევის გამო. მსგავსი აღმოჩენები საკმაოდ მნიშვნელოვანია მომავალი მისიებისთვის. რაც უფრო დიდ ხანს ვაკვირდებით წითელ პლანეტას, მით უფორ ვრწუმნდებით ამ ფაქტების არსებობაში, განაცხადეს მეცნიერებმა(მარსული თიხა…; მარსმავლების სასაფლაო წითელ პლანეტაზე; მარსმავლები).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.