მარსმავლების სასაფლაო წითელ პლანეტაზე

 მარსის ზედაპირის გამოსახულება მკვდარი აპარატებით მასზე.  მაღალი გარჩევადობის ზემგრძნობიარე კამერა HiRISE, რომელიც მარსის ორბიტალურ მზვერავზეა(MRO) დაყენებული, წითელი პლანეტის ზედაპირზე მყოფი მარსმავლების კორპუსები და მათთან ახლოს არსებული კრატერები დააფიქსირა.
გამოსახულება MRO-მ 2012 წლის 29 იანვარს გააკეთა. მარსმავალ „სპირიტის“ მიერ 2004 წლის იანვარში დაშვების მერე დატოვებული მინიატურული კრატერი(მარცხნივ ქვემოთ). კრატერს ახლაც ნათელი ფერი აქვს, როგორც ჩანს მარსულმა მტვერმა ვერ მოასწრო მისი დაფარვა.
მარსმავალ „სპირიტის“ დასაჯდომი პლათფორმა წრითაა აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ ამ მარსმავალმა მარსის ზედაპირზე დაგეგმილი 90 დღის ნაცვლად 6 წელზე მეტი იმუშავა.
ამერიკელებმა „ფენიქსის“ კვალიც ნახეს, რომელიც აქ 2008 წელს მუშაობდა. „ფენიქსი“ იყო პროგრამა Mars Scout-ის პირველი აპარატი, რომელიც წყლის გეოლოგიურ ისტორიას იკვლევდა, ასევე ეძებდა მიკროორგანიზმების სიცოცხლისათვის შესაფერის გარემოს.
  მარსის ჩრდილოეთი ნაწილის ფოტოგრაფირება 2012 წლის 26 იანვარს მოხდა. ცენტრში ნაჩვენებია უკვე არააქტიური „ფენიქსი“. ზონდი ისევ ისე გამოიყურება, როგორიც იყო პირველი მარსული ზამთრის გადატანის მერე.
მალე მარსის ზედაპირი ამერიკული მარსმავლების ნამდვილ სასაფლაოდ გადაიქცევა, რადგან სამუშაო ვადის გასვლის მერე ისინი სამუდამოდ წითელ პლანეტაზე დარჩებიან(მარსის მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.