გალაქტიკა სამი ზემასიური შავი ხვრელით

 უჩვეულო ფორმის გალქტიკა NGC 6240-მდე მანძილი 300 მილიონი სინათლის წელია. ჩვეულებრივი გალაქტიკებისგან განსხვავებით, ირმის ნახტომის ჩათვლით, მას საკმაოდ უცნაური ფორმა აქვს (გარეგნულად გატეხილი კვერცხის მსგავსია) და ითვლებოდა, რომ ორი გალაქტიკის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა (aanda.org);

VLT-ეს 8 მეტრიან ტელესკოპთა კომპლექსი.

 ასტრონომები დიდი ხანი თვლიდნენ, რომ ამ შეჯახების შედეგად, NGC 6240-ში ორი ზემასიური შავი ხვრელი “დასახლდა”. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც “ძალიან დიდი ტელსკოპის” დახმარებით ჩატარდა (VLT), გვიჩვენებს, სინამდვილეში, ამ გალაქტიკის ცენტრში სამი ზემასიური შავი ხვრელია და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ NGC 6240, შესაძლოა, სამი გალაქტიკის ერთდროულად შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა.

 თითოეული ზემასიური შავი ხვრელის მასა 90 მილიონი მზის მასას აჭარბებს. ისინი 3000 სინათლის წლის ზომის სივრცეშია თავმოყრილი, ანუ გალაქტიკის მთლიანი ზომის მეასედზე ცოტა. ზემასიური შავი ხვრელების ასეთი კონცენტრაცია პირელად იქნა შემჩნეული (სამი ზემასიური შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემასამი შავი ხვრელის შეჯახება: კოსმოსური ანომალია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.