სამი ზემასიური შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემა

 ასტრონომებმა საკმაოდ უჩვეულო და უნიკალური სისტემა აღმოაჩინეს – სამი ზემასიური შავი ხვრელი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ. ამასთან ერთად, ორი მათგანი, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ახლოს არიან ერთმანეთთან. მეცნიერთა აზრით, ასეთი ტრიოს წარმოქმნა ადრეული სამყაროს დროინდელი სამი გალაქტიკის(”ჰაბლი” ადრეული სამყაროსათვის დამახასიათებელ გალაქტიკებს ხედავს) შერწყმით მოხდა. გარდა ამისა, უზარმაზარი მასების მქონე სამი ხვრელის აღმოჩენა იმ მეცნიერებს დაეხმარება, რომლებიც გრავიტაციულ ტალღბს ეძებენ, დრო-სივრცის დეფორმაციას, რომელსაც მასიური ობიექტების მოძრაობა იწვევს(გრავიტაციული ტალღები თუ მტვერი?!; მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?).

 გიგანტური გალაქტიკების უმრავლესობას ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელი გააჩნიათ, რომლის მასა მზისას მილიონჯერ და მილიარდჯერ შეიძლება აჭარბებდეს(ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!; ყველაზე მძლავრი შავი ხვრელი). ხვრელის კოლოსალური გრავიტაციით აჩქარებული მატერია, უახლოვდება რა მოვლენათა ჰორიზონტს(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ), ცხელდება და სხვადასხვა დიაპაზონში იწყებს ნათებას(შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია). ამის შედეგად წარმოქნილი ელვარე გალაქტიკური ბირთვი, რომელსაც კვაზარს უწოდებენ, იმდენად კაშკაშაა, რომ ამ გალაქტიკის შემადგენელი ვარსკვლავების ნათებას ფარავს.

 სწორედ კვაზარ SDSS J1502+1115-ს აკვირდებოდა ასტრონომი როჯერ დინი(კეიპთაუნის უნივერსიტეტი, სამხ. აფრიკის რესპუბლიკა). იმ მომენტისთვის ცნობილი იყო, რომ დედამიწიდან 4,3 მლრდ. სინათლის წლის მანძილზე მდებარე SDSS J1502+1115 ორი ზემასიური შავი ხვრელისგან შედგებოდა, რომლებიც აქამდე სხვადასხვა გალაქტიკას ეკუთვნოდნენ. ამ გალაქტიკათა შეჯახებით მათი ზემასიური ხვრელები ერთმანეთის გრავიტაციული ძალების ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ და ერთმანეთის გარშემო 450 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზე დაიწყეს ბრუნვა.

 კვაზარზე დასაკვირვებლად როჯერს დინის ჯგუფმა სხვადასხვა კონტინეტებზე მდებარე, ევროპის ძალინ დიდი ბაზის მქონე ინტერფერომეტრული ქსელის(EVLBIN) რადიოტელესკოპები გამოიყენა(როგორ მუშაობს ტელესკოპი). მაღალი გარჩევადობის სურათებმზე გამოვლინდა, რომ ამ ხვრელებიდან ერთ-ერთი, ერთმანეთთან ახლო დისტანციაზე – სულ რაღაც 1 სინათლის წელი, მბრუნავი ასევე ორი ხვრელისგან შედგებოდა.

 აღსანიშნავია, რომ სამი შავი ხვრელისგან შემდგარი სისტემა დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ასტრონომთათვის ცნობილ მსგავს სისტემებში ხვრელბს შორის მანძილი გაცილებით მეტია, ვიდრე SDSS J1502+1115-ის შემთხვევაში. ახალადაღმოჩენილი ”ორმაგი” ხვრელი უნიკალურია, რადგან მხოლოდ კიდევ ერთი ასეთი ობიექტია ცნობილი, ხვრელებს შორის მანძილით 24 სინათლის წელი.

 კვაზარის SDSS J1502+1115 უკიდურესად მჭიდრო წყვილი სწრაფი ტეპმით კარგავ ენერგიას, გრავიტაციულ შეშფოთებებს ქმნის და ახლოს მდებარე ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის(გალაქტიკიდან გაქცევას ესენიც აპირებენ ;ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი ვარსკვლავებს აქეთ-იქეთ ისვრის; ზესწრაფი ვარსკვლავური გროვა). ”როცა უკვე ვიცით რა და როგორ უნდა ვეძებოთ, კიდევ უფრო კომპაქტური სისტემების ძებნაზე დავიწყებთ მოშაობას, რომლებითაც გრავიტაციულ ტალღებზე მონადირე, მეცნიერთა სხვა ჯგუფებია დაინტერესებული” – ამბობს როჯერ დინი(ორი ზემასიური შავი ხვრელი ნორმალურ გალაქტიკაში ;ირმის ნახტომის ცენტრში თხუნელას ორმოა?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.