გალაქტიკათშორისი ფრენები ფერმის პარადოქსს კიდევ უფრო ართულებს

 სტიუარტ არმსტრონგი და ანდრეს სენდბერგი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან(დიდი ბრიტანეთი) ამტკიცებენ, რომ მონახეს საშუალება ისედაც იდუმალი ფერმის პარადოქსის(თუ დრეიკის ფორმულა სწორია, მაშინ რატომ არ ჩანან არსად უხოპლანეტელები(ანომალური მმოვლენები) ან მათ მიერ გამოგზავნილი სიგნალები?( როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?)) კიდევ უფრო გასაიდუმლოებისა და მოაზროვნე ცივილიზაციების რაოდენობის დაყვანისა რიცხვამდე, რომელიც ერთს უტოლდება გალაქტიკაზე.

 როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე? ავტორებმა ირმის ნახტომის ვარსკვლავთა რაოდენობა შეაფასეს – 250 მილიარდი. დამზერადი სამყაროს ვარსკვლავთა რიცხი 200 მილიარდჯერ მეტია, ვიდრე პირველი რიცხვი(დახლოებით 50 სეკსტილიონი), პლანეტარული სისტემები მათთან კი ჩვეულებრივი მოვლენაა, არა იშვიათი გამონაკლისი. ყოველ ვარსკვლავთან, მოაზროვნე ცივილიზაციის გაჩენის ალბათობას ერთ მემილიარდედად თუ შევაფასებთ, მაშინ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ასეულობით ასეთი ცივილიზაცია უნდა არსებობდეს(რამდენი გალაქტიკა და ვარსკვლავია ჩვენს სამყროში).

 ანდრეს სანდბერგი: ”დავუშვათ, რომ რომელიმე ცივილიზაციამ მთელი სამყაროს ერთ დიდავტოსადგომადან გიგანტურ სარეკლამო აბრად გადაქცევა გადაწყვიტა. გაფართოების მიზეზები სხვებსაც მაშინვე გაუჩნდებათ, მიუხედავად იმისა, აინტერესებთ თუ არა მათ სამყაროს დაპყრობა. სწორედ ასე გავიდა ჩრდ. კორეა და ირანი კოსმოსში, ამიტომ გამოიყურება ასეთიიძულებითი კოსმოსური ექსპანსიისსცენარი საკმაოდ რეალისტურად.

 სიტუაციას ისიც ართულებს, რომ დედამიწა თავისი ტიპის გვიანდელ პლანეტას გვაგონებს: დედამიწის ჯგუფის პლანეტათა(მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) საშუალო ასაკი, ზოგიერთი შეფასებებით, 1,8±0,9 მილირდი წლით მეტია. პრინციპში, აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ, ზემოთ ხსენებულ ასეულობით ცივილიზაციას კარგად ჩამოვრჩებით, ზოგიერთებს ალბათ, მილიარდობით წლებითაც კი.

 ამავე დროს, შედარებით ნელი ტემპით კოლონიზაციისას ხომალდებით, რომელთა სიჩქარეები სინათლის სხივის სიჩქარეზე მნიშვნელოვნად მცირეა(რისი წარმოდგენა თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეზეც შესაძლებელია), ყველა მოდელი, მთელი გალქტიკის კოლონიზაციას მხოლოდ ერთი რომელიმე განვითარებული ცივილიზაციის მიერ 50 მილიონიდან 1 მილიარდი წლის ვადაში წინასწარმეტყველებს. ყველაზე უფრო კონსერვატიული მიდგომითაც კი, მხოლოდ ერთი ცივილიზაცია, უკვე ორჯერ დაასახლებდა ირმის ნახტომს. თუმცა, მზის სისტემაში არანაირი მსგავსი დასახლების კვალიც კი არსად ჩანს, ამტკიცებენ მეცნიერები.

 ავტორები, პარადოქსის ამოხსნას არ ცდილობენ: პირიქით, ამწვავებენ მას. თანამედროვე კაცობრიობის განვითარების დონედან გამომდინარე, ისინი სვამენ კითხვას, კონკრეტულად როგორი სადაზვერვო ზონდები დაგვჭირდებოდა ჩვენ, გალქტიკის შესასწავლად და შემდეგ საკოლონიზაციო ხომალდების სხვა გალაქტიკებისკენ გასაგზავნად. ადრე, შეგახსენებთ, იგივე ფერმიდან დაწყებული, გამოთვლათა გასამარტივებლად გამოითქვა ვარაუდი, რომ გალაქტიკათშორისი კოლონიზაცია უბრალოდ შეუძლებელია.

 არმსტრონგი და სენდბერგი აღნიშნავენ, რომ პრობლემის 50% მნიშვნელოვნ სიჩქარეებამდე აჩქარებაშია, რაც პრინციპში ახლაც გადაჭრადია. მაგალითად, დასძენენ ისინი, ასეთი ზონდების გაშვებას აზრი აქვს მცირე გრავიტაციის მქონე ობიექტებიდან, ასტეროიდებიდან ან მთვარედან, დიდი სიგრძეების წრფივი ელექტრომაგნიტური ამაჩქარებლებით. მომავლის კაცობრიობამ ეს შეიძლება მერკურიდან განახორციელოს, სადაც მზიური მუდმივა უკიდურესად მაღალია და მზის ბატარეათა მცირე რაოდენობაც კი ენერგიის დიდ რაოდენობას მოგვცემს. დამუხრუჭება, ვარსკვლავთშორის გაზებთან ხახუნით შეიძლება უგულვებელვყოთ.

 გაცილებით რთული იქნება დამუხრუჭება დანიშნულების ადგილზე მისვლისას: კოლონისტთა ზონდი-ხომალდების დამუხრუჭებას სხვა გალქტიკაში შესვლისას, თერმობირთვული ძრავებითაც კი(თერმობირთვული “იკარუსი”), უსაზღვრო რაოდენობის საწვავი დასჭირდება. ლაზერის სხივებით ზონდების აჩქარების სცენარი კი დამუხრუჭების პრობლემას ვერ ჭრის, რადგან სხვა გალაქტიკაში შემხვედრი დამამუხრუჭებელი ლაზერის სხივი არ იქნება.

 აქ, შედარებით მარტივი გამოსავალიც შეიძლება მოიძებნოს – მაგნიტური იალქანი(დამცველი ველი: როგორც კინოში). ნებისმიერი ხომალდის წინ მნიშვნელოვანი მაგნიტური ველის შექმნით, ის, შემხვედრი ნაწილაკების(რომლებიც ყველა გალქტიკაში მრავლად არის) შეჯახებებით დამუხრუჭდება. ამგვარად, გალქტიკური გადაფრენის მერე დასამუხრუჭებლად, მხოლოდ მოკრძალებული ზომების საკუთარი ელ.მაგნიტური ველის შექმნა იქნება საჭირო, რაც ენერგეტიკული თვალსაზრესით ძალზედ მომგებიანია. გარდა ამისა, უახლოეს დიდ გალქტიკამდე მოგზაურობისას(ანდრომედა) სამყაროს გაფართოების ზეგავლენაც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ჯერ კიდევ ანდრომედაში შესვლამდე ზონდის სიჩქარეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
გალაქტიკის კოლანოზაციის დასრულების მერე(50 მლნ. წლიდან), მიღწევადი პლანეტარული სისტემების რიცხვი დამზერადი სამყაროს ყველა გალქტიკის რიცხვს გაუტოლდება, ანუ დასაშვები იქნება ვარიანტი, როცა ყველა ხილული გალაქტიკის კოლონიზაციის ერთბაშად დაწყება იქნებოდა შესაძლებელი.

 ასეთი გალაქტიკათშორისი ექსპანსიის ტემპზე თვალის სადევნებლად, ავტორებმა ცხრილი შეადგინეს, რომელშიც გამოთვლილია, რა სიჩქარით მოახდენდნენ 1 – 5 მლრდ. წლის წინ გაჩენილი არაგალქტიკური ცივილიზაციები ირმის ნახტომის კოლონიზაციას, მოძრაობენ რა განსხვავებული სიჩქარეებით. სინათლის სხივის ნახევარი სიჩქარით მოძრაობისას, დაიწყო რა კოლონიზაცია 1 მლრდ. წლის წინ, ჩვენამდე კოლონიზაციის 263 000 არაგალაქტიკური ტალღა მოაღწევდა. ამ მოქმედებათა 2 მლრდ. წლის წინათ დაწღების შემთხვევაში ჩვენამდე 2,57 მილიონი უცხო ცივილიზაცია მოვიდოდა.

 ცივილიზაციები, ჩამოყალიბებულნი მილიარდობით წლის წინათ, დედამიწას უკვე მილიონობითჯერ მოინახულებდნენ(უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!). თუ ჩვენ ზოოპარკი ვართ, მაშინ გადაწყვეტილება მისი შექმნის შესახებ ადამიანების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე უნდა იყოს მიღებული.

 სხვანაირად რომ ვთქვათ, ირმის ნახტომის ყველა ვარგისი პლანეტა, გამონაკლისის გარეშე, კოლონიზირებული იქნებოდა. კოლონიზაციის პრეტენდენტთა შორის მაღალი კონკურენცია, ჩვენთვის საჭირო სივრცეს ალბათ არც დატოვებდა. შესაბამისად, არა მარტო ჩვენს გაალქტიკაში, არამედ მეზობელ გალქტიკებშიც არანაირი მოაზროვნე ცივილიზაცია არ არსებობს(ჩვენს გარდა რა თქმა უნდა(სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა)).

 ამ ანალიზს ერთი სუსტი წერტილი გააჩნია: არაგალაქტიკურ ცივილიზაციებს სამყაროს დაპყრობის სურვილი უნდა ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნაბიჯის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოთვლები უაზრობა იქნება. ამავდროულად, კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ ერთი ცივილიზაციაა – თანამედროვე დასავლური, აწარმოებდა დანარჩენის ექსპანსიას შორეული საზღვაოსნო მოგზაურობების ხარჯზე, რომლებიც შორეული კოსმოსური მოგზაურობების ანალოგებად შეიძლება მოვიყვანოთ. რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენი ცივილიზაციები აღმოჩნდებიან ჩინურის, ინდურის  და სხვათა მსგავსნი, ანუ არ ექნებათ მოტივი დანარჩენი სამყაროს ათვისებისა?

 ავტორთა თქმით, ასეთი კონტრარგუმენტების პრობლემა იმაშია, რომ ისინი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არაგალაქტიკური ცივილიზაციებისთვის მოტივების ერთიანობას ვარაუდობენ. თუმცა ასეთი ერთიანობა ძნელად დასაჯერებელია: თუ ცივილიზაციათა უმრავლესობა ექსპანსიის ”წინააღმდეგია”, მიზერული უმცირესობაც კი, თუნდაც ერთი ექსპანსიური მისწარაფებების ცივილიზაცია, მთელს ბალანსს დაარღვევდა, დაიწყებდა რა კოლონიზაციას პირველი. ამის მერე ბევრი არაექსპანსიური ცივილიზაცია მოინდომებდა რაც შეიძლება მეტი გალაქტიკების ათვისებას, რათა არ დარჩენილიყო უმცირესობაში აქტიური კონკურენტების წინაშე.

 ბოლოს და ბოლოს, ექსპანსია უბრალოდ რაციონალურია: სახეობა, მცხოვრები ერთ პლანეტაზე, ყოველთვის განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება – ზეახლის ახლოს აფეთქებისა თუ გამა-ანთების საშიშროების ქვეშ, ეს მოვლენები კი უეცრად ხდებიან. თუ რომელიმე ცივილიზაციამ გალქტიკის ათვისება მოახერხა კიდეც, ის შიდა შეიარაღებული, ან სხვა ცივილიზაციასთან კონფლიქტითაც შეიძლება განადგურდეს. სხვა გალაქტიკების ათვისების შემთხვევაში ეს ალბათობა უსასრულოდ მცირე ხდება: სამყაროს აჩქარებული გაფართოება იმას ნიშნავს, რომ სხვა გალქტიკები მალე კოსმოსის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა აღმოჩნდებიან და მშობლიური გაალქტიკიდან იქ მოხვედრა, სინათლეზე მეტი სიჩქარით მოძრაობის გარეშე შეუძლებელი გახდება(გალაქტიკა როგორც ბიოსფერო).

 ავტორთა აზრით, თუ რომელიმე ცივილიზაციაში ექსპანსიის აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული(რაიმე იდეოლოგიური ან რელიგიური მოტივებით), მართლაც მაღალტექნოლოგიური სახეობა ადრე თუ გვიან წააწყდება სიტუაციას, როცა ცალკეული საზოგადოებრივ – პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც კოლონიის მოწყობას გადაწყვეტს, გააკეთებს კიდეც ამას, რის მერეც თვითწარმოებადი ზონდები და საკოლონიზაციო ხომალდები, რომლებიც განსხვავებული აზრის საზოგადოებას ეკუთვნიან, უმოკლეს ვადებში დაიწყებენ თავდასხმებს, რაც მშობლიურ ცივილიზაციაში შეუძლებელი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ საწყის სცენარს დისიდენტი-კოლონიზატორებით, კაცობრიობის ისტორიაში არა ერთხელ ჰქონდა ადგილი და მისი გამორიცხვა მართლაც არ შეიძლება(მაგ:. კართაგენი).

 როგორ შევუშალოთ ასეთ დისიდენტებს ხელი სამყაროს ათვისებაში? მხოლოდ ერთი საშუალებით: კოლონიზაციის მოწინააღმდეგე დომინანტი ჯგუფი, საუკეთესო მეთოდათ პრევენციულ კონტროლს აირჩევს. ამისათვის მას ”პოლიციის” ზონდების გაშვება დასჭირდება, რომელთა ამოცანა დისიდენტური ხომალდებისა და კონკურენტი ცივილიზაციის განადგურება იქნებოდა. ყოველ პლანეტარულ სისტემაში ასეთი ზონდების დიდი რაოდენობა უნდა იყოს. ე.ი. ჩვენსაშიც. მათი კვლების დაფარვა ძალიან ძნელი იქნებოდა, ანუ მოაზროვნე უცხოპლანეტელები არც ჩვენსა და არც მილიონობით სხვა გალქტიკებში არ არსებობენ.

 რატომ? მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს უკიდურესად შემაშფოთებელი კითხვაა. თუ ისინი იმიტომ არ არიან, რომ სიცოცხლის გაჩენისას რაღაც ფილტრი მოქმედებს(დიდი ფილტრი), რომელიც ასეთ გაჩენას განსაკუთრებულად ნაკლებად შესაძლებლად აქცევს, მაშინ საგანგაშო არაფერია. თუმცა დღეისათვის კაცობრიობას არანაირი მტკიცებულება არა აქვს იმისა, რომ დედამიწის ტიპის პლანტებზე სიცოცხლის გაჩენის ალბათობა მცირეა(სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; გარდაუვალი სიცოცხლე; სიცოცხლის ჩასახვისათვის საჭირო პირობები; სამყარო საკუთარი ხელებით: ინფლატონების თეორია).

 არის სხვა ახსნაც: ”მოაზროვნე სიცოცხლის დიდი ფილტრი” არა სიცოცხლის საწყისშია, არამედ მის დასასრულთან ახლოს. რაიმე მიზეზებს მათი ადვილად განადგურება შეუძლია გამოიწვიოს, მოკლე ვადებში, თან უშუალოდ ექსპანსიის დაწყების წინ. სინამდვილეში, მილირდი პლანეტის ათვისების შემდეგ სახეობის სრული გადაშენება შიდა თუ გარე კონფლიქტებით(კატასტროფებით) უკვე ძნელი ასახსნელი იქნება.

 ”მოაზროვნე სიცოცხლის დიდი ფილტრის” არსებობის შესაძლებლობა, რომელიც მათ მარტივ გადაშენებას გამოიწვევდა, კვლევის ავტორებს ძალიან აწუხებთ. თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ”დიდი ფილტრი” არ არსებობს, ხოლო კაცობრიობას უბრალოდ გაუმართლა და სხვა ცივილიზაციებისაგან თავისუფალ გალქტიკაში გაჩნდა, ახლა უკვე, გალაქტიკათშორისი გადაფრენების შესაძლებლობის ასე თუ ისე დამტკიცებით, ასეთი დამთხვევების იმედი არ უნდა გვქონდეს. შესაბამისად, არც სხვა გალაქტიკებში შეიძლება იყვნენ მოაზროვნე უცხოები, ეს კი ”დიდი ფილტრის” ერთ-ერთი ნიშანია, ისტორიის რომელ მომენტშიც არ უნდა ამოქმედდეს იგი.

 მართალია, აღნიშნავენ მკვლევარები, ეს არ ცვლის სცენარის შესაძლებლობას ”უკვე აქ”. ანუ ზონდები მზის სისტემის მიდამოებში უკვე იყო(უცნაური რადიოექო; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!), თუმცა მის კოლონიზირებაზე უარი თქვეს, რადგან მათმა დამპროგრამებელმა ცივილიზაციამ დედამიწის ცხოვრებაში ჩარევა არ მოისურვა(ზოოპარკის ჰიპოთეზა).

3 comments

  1. სრული აბსურდი, ნეცინიერების და სხვა რამოდენიე საკითხიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა არანირ ლოგიკაშიც კი არ ჯდება აქ ნათვქმი, ძალიან წააგავს 90 წს ფანტასტიკას

  2. tEMO, ანუ უცხო ცივილიზაციათა დიდი რაოდენობაა ჩვენსა და სხვა გალაქტიკებშიც, თუ საერთოდ არავინ ჩვენს გარდა?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.