როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?

 1999 წელს ვარსკვლავური სისიტემა გედის 16-სკენ დედამიწიდან რადიოსიგნალი გაიგზავნა.

 სიგნალი უკრაინაში არსებული დიდი რადიოტელეკოპიდან(П-2500 (РТ 70)) გაიგზავნა. ეს ვარსკვლავური სისტემა დედამიწას სულ რაღაც 69 სინათლის წლითაა დაშორებული, მზისმაგვარი ორი ვარსკვლავის და ერთი მკრთალი წითელი ჯუჯასაგან შედგება, ეს სამმაგი ვარსკვლავური სისტემაა. 1996 წელს გედის 16-ის ერთ კომპონენტთან ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. ჩვენი პლანეტიდან გაგზავნილი რადიოსიგნალი სისტემას 2069 წელს მიაღწევს. სიგნალი გაგზავნილი იქნა უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის დასამყარებლად, თუ ასეთი, რა თქმა უნდა, საერთოდ არსებობს იქ.



 რადიოტელესკოპი П-2500 (РТ 70) საბჭოთა ეპოქაში აგებული ერთ-ერთი დიდი რადიოტელესკოპია. სხვა და სხვა რადიოასტრონომული ამოცანების გარდა, პასიური დაკვირვება კოსმოსური ობიექტების საკუთარ გამოსხიბვებაზე, კომპლექსში მძლვრი გადამცემიც შედის, რომლის საშუალებით აქტიური კოსმოსური ექსპერიმენტებიც ტარდება, ამ ობიექტებისკენ გაგზავნი რადიოსიგნალების ანარეკლის კვლევით. მსოფლიოში სულ სამი ასეთი სიმძლავრის რადარია – გოლდსტოუნში(კალიფორნია,ა.შ.შ.), ევპატორია(უკრაინა) და რადიოტელეკოპი სოფელ გალიონკიში(რუსეთი).(გადამცემი აქვს არესიბოს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელესკოპსაც, თუმცა ეს ტელესკოპი უძრავია და სიგნალს მხოლოდ იქით გადასცემს საითაც იმ მომენტში დედამიწის ეს ადგილია მიტრიალებული).

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გედის 16-ში შესაძლებელია იყოს სიცოცხლე და ამ სიგნალის მიღების მერე, უცხოპლანეტელები საპასუხო სიგნალს გამოაგზავნიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.