ზეახლის კვალი დედამიწაზე

 ამის შესახებ 14 აპრილს, ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების სხდომაზე(დენვერი, კოლორადოს შტატი) შონ ბიშოპმა განაცხადა, ის მიუნხენის ტექნიკური ინივერსიტეტის(გერმანია) ფიზიკოსია(Nature News).

2004 წელს მეცნიერები აცხადებდნენ, რომ წყნარი ოკეანის ფსკერზე რკინა-60 აღმოაჩინეს, იზოტოპი, რომელიც დედამიწაზე არ წარმოიქმნება. ამ იზოტოპის ნახევრადდაშლის პერიოდის მიხედვით(1), მეცნიერებმა მისი დედამიწაზე გაჩენის დრო გამოითვალეს და ივარაუდეს, რომ რკინა-60-ის წყარო ზეახლის აფეთქებაა, რომელიც მზის სისტემის მახლობლად(ასტრონომული მასშტაბებით) აფეთქდა.

 ბიშოპმა გადაწყვიტა, რომ ამ აფეთქების კვალი ნამარხი ორგანიზმების(გამა-ანთებები: მათი წარმომავლობა და როლი) ნარჩენებში აღმოეჩინა, რომლებიც ერთ დროს ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. კანდიდატთა რიცხვში ეგრეთ წოდებული მაგნიტოტაქტიკური ბაქტერიები აღმოჩნდა, ფსკერულ დანალექებში მცხოვრები რკინის შემცველი ორგანიზმები, რომლებიც ამ მეტალისგან 100 ნანომეტრიან კრისტალებს წარმოქმნიან, რომლებსაც მათთვის კომპასის დანუშნულება გააჩნიათ.

 ანალიზისთვის წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ-ეკვატორული ნაწილის ფსკერიდან, გაბურღვით აღებული ქანების სინჯები გამოიყენეს, რომლებიც 1,7 – 3,3 მილიარდი წლის წინათ წარმოიქმნენ. სინჯი ნაწილებად დაყვეს, რომელთა ასაკობრივი სხვაობა 100 000 წელია და შეისწავლეს მეთოდით, რომელიც რკინა-60-ის განცალკევების საშუალებას იძლევა, არაბიოლოგიური გზით მოხვედრილი რკინის გამორიცხვით(მაგალითად მდინარეების მიერ კონტინენტებიდან ჩარეცხილი რკინა).

 ბიშოპის თქმით, მათ რკინის უმნიშვნელო რაოდენობა 2,2 მილიარდი წლით დათარიღებულ ქანებში აღმოაჩინეს. ეს თავისუფლად შეიძლება იყოს ზღვის ბაქტერიების მიერ ფორმირებული მაგნეტიტის( Fe₃O₄) ჯაჭვების კვალი, წარმოქმნილი მაშინ, როცა მათ თავზე, კოსმოსიდან, ზეახალი ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი  რადიოაქტიური ნაგავი დაეყარა.

 ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელმა ვარსკვლავმა მოამარაგა ჩვენი პლანეტა რკინა-60-ით, თუმცა ერთ-ერთი ასეთი ეჭმიტანილი ვარსკვლავური ასოციაცია მორიელიკენტავრის წევრი შეიძლება იყოს, მზიდან 424 სინათლის წლის მანძილზე. ამჟამად, ბიშოპის ჯგუფი წყნაირი ოკეანედან აღებულ სხვა სინჯებს იკვლევს, რათა გაირკვეს, არის თუ არა მათში რკინა-60-ის კვალი(საშიში გამა-ანთებების კვალი დედამიწაზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.