ა.შ.შ-ს კონგრესმა “ჰაბლის” შემცვლელის გაშვება ეჭვქვეშ დააყენა

 კონგრესმენთა უმრავლესობამ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ბიუჯეტის 1,6 მილიარდი დოლარით შემცირებას დაუჭირა მხარი. ანუ 2012 წლისთვის ნასას საკუთრებაში იქნება 16,8 მილიარდი დოლარი. ამას გარდა, კონგრესმენებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ ახალი ტელესკოპის მშენებლობა. სამუშაოები რომ გაგრძელდეს კონგრესის ქვედა პალატისა და სენატისგან კიდევ ერთი დასტურია საჭირო.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნასას სპეციალურმა კომისიამ დადგინა, რომ ”ჯეიმს უების” ტელესკოპის ასაწყობად კიდევ 1,5 მილიარდი დოლარია სჭირო, ანუ სულ 6,5 მილიარდი. ყოველივე ამის გამო ტელესკოპის კოსმოსში გაშვების სავარაუდო თარიღი გამუდმებით იცვლება – თუ გეგმის მიხედვით ეს 2014 წელს უნდა მომხდარიყო, ახლა უკვე 2018 წელზეა საუბარი. ბიუჯეტის შემცირებამ ეს თარიღი შეიძლება კიდევ 2 წლით გადაწიოს.

 ამ მომენტისთვის ტელესკოპის შექმნაზე 3 მილიარდი დოლარია დახარჯული. მას შემდეგ რაც სპეცოალურმა კომისიამ მიღებული დასკვნები გამოაქვეყნა, ნასას ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოლდენმა განაცხადა, რომ შეცვლილ იქნება პროექტის ხელმძღვანელობა.

ლაგრანჟის 5 სხვა და სხვა წერტილი.

თავისი მონაცემებით ”ჯეიმს უები” გაცილებით მეტია ”ჰაბლზე”. ახალი ტელესკოპის მთავარი სარკის დიამეტრი 6,5 მეტრია(იგივე პარამეტრი ”ჰაბლისთვის” 2,4 მეტრს უტოლდება), შესაძლებელია მისი კონფიგურაციის ცვლაც. ”ჯეიმს უები” 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, დედამიწის მუდმივ ჩრდილში იქნება განთავსებული, ე.წ. ლაგრანჟის წერტილში(L2), წერტილში, სადაც ტელესკოპი ყოველთვის უძრავად იქნება მზისა და დედამიწის მიმართ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.