ოკეანე ტიტანზე

 მტკიცებულება თხევადი ოკეანის არსებობაზე, რომელიც სატურნის დიდი თანამგზავრის, ტიტანის ზედაპირის ქვეშ იმალება, ნაპოვნია. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ სატურნთან მიახლოებისას ტიტანი პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედებით მნიშვნელოვნად დეფორმირდება. მეცნიერები ამას ზედაპირის ქვეშ მყოფი ოკეანის არსებობით ხსნიან.

საპლანეტათშორისო ავტომატური თანამგზავრი ”კასინი”

 აპარატს სახელი იტალიელი ასტრონომის ჯოვანი კასინის საპატივცემულოდ შეარქვეს. კოსმოსური მისიის ნაწილი იყო პროგრამა კასინი-ჰიუიგენსი(ტიტანზე დასაშვები ზონდი ”ჰიუიგენსი”, NASA-ESA-იტალია).

ტიტანი, დიონა და სატურნის რგოლები

სატურნის თანამგზავრების ორბიტები პლანეტის რგოლების სიბრტყეში გადიან, ამიტომ თუ დიდებულ გაზურ გიგანტს მათი მხრიდან შევხედავთ რგოლები ყოველთვის გვერდიდან გამოჩნდება.

ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა

მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს – მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ( Icarus; Space.com.).

 

გაზაფხულის წვიმა ტიტანზე

(ტიტანი და დიონა)ტიტანის ერთ-ერთმა ეკვატორულმა შტორმმა გიგანტური ისრის ფორმა მიიღო, ისარი პირდაპირ აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. „ისრის“ სიგრძე 1200 კილომეტრია, თითოეული „ფრთის“ სიგრძე, რომლებიც სამხრეთის და ჩრდილოეთისკენაა მიმართული სიგრძით 1500 კილომეტრ აღწევს. ეს უცნაური ფორმის ღრუბლების სისტემა კადრში 2010 წლის სექტემბერს მოხვდა(NASA/JPL/SSI).

სატურნი

 მასა: 95,2 დედამიწის მასა (5,7•1026კგ) დიამეტრი: 120 536 კმ  სიმკვრივე: 0,69 გ/სმ3 ხილული ზედაპირის ტემპერატურა: -190°С ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნი: 10 საათი 23 წუთი მზიდან საშუალო დაშორება: 9,54 ა.ე. ( 1 426,98 მლნ. კმ) მზის გარშემო სრული ბრუნი: 29,46 წელი ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 9,65 კმ/წმ ღერძის და ხრილობა ორბიტის მიმართ: 63,5° თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 11,3 მ/წმ2 მეორე კოსმოსური სიჩქარე: 36,2 კმ/წმ ალბედო: 0,5 ტრიალის მიმართულება: სწორი დედამიწიდან დაშორება: 1 199 მლნ. დან 1 653 მლნ. კმ-მდე.