17-23 აგვისტო…

 1. ნასამ შოერული წყვილიდან ერთ-ერთის, ”ვოიაჯერ 2”-ის სტარტის დღე აღნიშნა. აპარატი ”ვოიაჯერ 2”, რომლის სტარტი 1977 წელს მოეწყო, პრველი და ჯერჯერობით ერთად-ერთი თანამგზავრია, რომელმაც ურანისა და ნეპტუნის ორბიტებს მიაღწია. ის ამჟამად ასჯერ უფრო შორსაა მზიდან, ვიდრე დედამიწა – 14,9 მილიარდი კილომეტრი. 2011 წელს მან სარეზერვო ძრავების წარმატებული ჩართვა და მანევრის გაკეთება მოახერხდა, რაც ზონდს კიდევ არა უმეტეს 10 წელი მუშაობის საშუალებას და მზის სისტემის ფარგლებს გარეთ გასვლის საშუალებას მისცემს(ვოიაჯერები).

 2. რუსული ნეიტრონული დეტექტორი DAN-ი, რომელიც მარსმავალ ”ცნობისმოყვარეობის” ბორტზეა დამონტაჟებული, ტესტირება წარმატებით გაიარა. მისი ნეიტრონული გენერატორი პლანეტის ზედაპირს მაღალი ენერგიების ნეიტრონებით ასხივებს და მეორედი ნეიტრონების ნაკადების მიხედვით გრუნტში წყალბადის რაოდენობას ადგენს, რაც იქ, ჰიდრატირებული მინერალებისა და წყლის არსებობაზე მიუთითებს.

 მწყობრშია ლაზერიც, რომელიც ქანების ასაორთქლებლად და სპექტრული ანალიზით მათი ქიმიური შემადგენლობის დასადგენადაა შექმნილი(1). ტესტირების დროს მარსმავალმა ლაზერით მისგან 3 მეტრში მდებარე ქვის ფრაგმენტი ააორთქლა.

3. ელზოპლანეტათა რაოდენობამ, რომლებიც კეპლერის სახელობის ორბიტალურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, ასს გადააჭარბა და 115-ს გაუტოლდა. ბოლო დროს ჩტარებული დაკვირვებებით 10 პლანეტარულ სისიტემაში 41 ახალი პლანეტა იქნა შემჩნეული.

4. ნასამ იმ გაუმართაობებზე გააკეთა განცხადება, რომლებიც მარმავალ ”ცნობისმოყვარეობის” დაჯდომის მერე მოხდა. არ მუშაობს ქარის სიჩქარის მაკონტროლებლებიდან ერთ-ერთი. ეს უმნიშვნელო პრობლემაა: მარსმავალი ამინდზე დაკვირვებას ერთი მოწყობილობითაც კარგად ახერხებს, თუმცა, ინფრომაცია მეორეს მუშაობის შემთხვევაში კიდევ უფრო ზუსტი შეიძლებოდა ყოფილიყო. გაუმართაობა ალბათ, აპარატის მარსის ზედაპირზე დაშვების დროს მოწყობილობაში ჩაცვენილმა ქვიშამ გამოიწვია.

 5. ნასამ მარსის კიდევ ერთ ახალ მისიაზეც გააკეთა განცხადება: 2016 წელს წითელი პლანეტისკენ ზონდი Insight-ი გაემგზავრება, რომელიც ამ პლანეტის ბირთვის კვლევით იქნება დაკავებული. ნასაში ეს მისია უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალეს, ვიდრე კომეტებისა და სატურნის თანამგზავრის ტიტანის შესწავლა, რადგან ის შედარებით იაფი(425 მლნ. დოლარი) და ადვილად შესასრულებელია. ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთი ექსპერტის უკმაყოფილება გამოიწვია: მათი აზრით, ნასა მეტ ყრადღებას უთმობს მარსს, მზის სისტემის სხვა პლანეტების შემსწავლელი მისიების საზიანოდ. 2001 წლის მერე, როცა ნასამ ”ახალი ჰორიზონტების პლუტონისკენ გაშვების მისია დაამტკიცა, ორგანიზაციის ყველა მისია მარსთანაა დაკავშირებული.

6. ”ცნობისმოყვარეობის” დაშვების ადგილს მწერალ-ფანტასტის რეი ბრედბერის სახელი ეწოდა – Bradbury Landing.

  7. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტის კორექცია ევროპული სატვირთო ხომალდის, სადგურთან შეპირაპირების დროს, ATV-3 ”ედუარდო ამალდის” საშუალებით მოხდა. სადგურის ორბიტის საშუალო სიმაღლე 420,5 კილომეტრამდე გაიზარდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.