შეკუმშული სინათლე გრავიტაციული ტალღების მოსაძებნად

 ფიზიკოსებმა გრავიტაციული ტალღების ოპტიკური დეტექტორის მგრძნობელობის გაზრდის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მკვლევართა სტატია ჟურნალ Nature Physics-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ მაქს პლანკის საზოგადოების გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტის პრესრელიზში დაიწერა.

როგორ მუშაობს ტელესკოპი

  ტელესკოპი არ ადიდებს ობიექტებს, როგორც ბევრს გონია, არამედ აგროვებს მათგან წამოსულ სინათლეს. რაც უფრო დიდია ტელესკოპის სინათლის შემკრები მთავარი ელემენტის(ლინზა ან სარკე) დიამეტრი, მით მეტ სინათლეს აგროვებს იგი.