შეკუმშული სინათლე გრავიტაციული ტალღების მოსაძებნად

 ფიზიკოსებმა გრავიტაციული ტალღების ოპტიკური დეტექტორის მგრძნობელობის გაზრდის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მკვლევართა სტატია ჟურნალ Nature Physics-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ მაქს პლანკის საზოგადოების გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტის პრესრელიზში დაიწერა.

 ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი ამტკიცებს, რომ კვანტური სისტემის კოორდინატისა და იმპულსის გაზომვების ცთომილებების წარმოებული არასდროს არ არის ნაკლები გარკვეულ მაჩვენებელზე(პლანკის მუდმივას ნახევარზე). კვანტურ მდგომარეობას ეწოდება შეკუშული, თუ ამ უტოლობაში მყარდება ტოლობა – ანუ განუსაზღვრელობების თანაფარდობა მინიმალურია. წინა საუკუნის 60-იან წლებში ასეთ მდგომარეობებს სწავლობდა როი გლაუბერი, რისთვისაც მას ნობელის პრემია მიანიჭეს.

 ორი შავი ხვრელის მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების ილუსტრაცია.

 გრავიტაციული ტალღების დეტექტორის(კერძოდ LIGO) მუშაობა დაფუძნებულია მაიკელსონის ინტერფერომეტრებზე – იმ ინტერფერომეტის შთამომავალზე, რომლითაც ზომავდნენ სინათლის სხივის სიჩქარეს ეთერში, ამ ცდებმა საბოლოოდ ფარდობითობის თეორიის გაჩენას დაუდო საფუძველი. მოწყობილობის მთავარი ნაწილი ლაზერის სხივია. ახალი კვლევის ჩარჩოებში მეცნიერები ამ სხივს შეკუმშულ სინათლეს დაუმატებენ – შეკუმშულ მდგომარეობაში მყოფი ფოტონების კონები. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ეს მეთოდი გაზომვების სიზუსტეს 50%-ით გაზრდის.

 მეცნიერებმა თავიანთი ტექნოლოგია გრავიტაციულ დეტექტორ GEO600-ზე გამოიყენეს გერმანიაში, რომელიც ინტენფერომეტრ LIGO-სთნ ერთად მუშაობს. ითვლება, რომ ამ ინსტრუმენტს 50 დან 1,5 ჰერცამდე სიხშირის გრავიტაციული ტალღების რეგისტრირება შეუძლია.

 დღემდე გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილი არ არის. ბევრი ფიზიკოსის აზრით, ეს პირველ რიგში მოწყობილობის არასაკმარისი მგრძნობელობის ბრალია, თუმცა არსებობენ ალტერნატიული ახსნებიც. მაგალითად, ზოგიერთი GEO600-ზე მომუშავე მეცნიერი ვარაუდობს, რომ დეტექტორების მიერ დაფიქსირებული ფონური ხმაურის მაღლი დონე, დრო-სივრცის კვანტური შეაშფოთებებით არის გამოწვეული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.