„კეპლერის“ მზეები და პლანეტები

  გამოიყენეს რა ეკზოპლანეტებზე ყველაზე მოხერხებული მონადირე – კოსმოსური აპარატი „კეპლერი“ – ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავებთან 1235-მდე პლანეტა აღმოაჩინეს.

მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ

  ასტრონომები ტერმინ დიდ აფეთქებას ერთმანეთთან დაკავშირებული ორი მნიშვნელობით იყენებენ. ერთის მხრივ ტერმინში იგულისხმება თვითონ ეს მოვლენა, რომელმაც სამყარო დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინათ გააჩინა; მეორეს მხრივ – მისი განვითარების ყველა სცენარი, გაფართოებისა და გაცივების პროცესებით.

სამყაროს დათბობის მეორე ეპოქა

11,7 დან 11,3 მდე მილიარდი წლის წინათ პირველადმა ჰელიუმმა განიცადა ძლიერი გაცხელება, რამაც მას ელექტრონები დააკარგვინა. რეზულტატად გაძნელდა გალაქტიკათშორისი გაზის კოლაფსი(შეკუმშვა, ერთ ადგილზე თავმოყრა) და მილიარდი წელი შეფერხდა მცირე გალაქტიკების ფორმირება.

 

ბნელი ენერგია

  ბნელი ენერგიის არსზე ჯერ კიდევ კამათი მიმდინარეობს. ცნობილია, რომ თანაბრადაა განაწილებული სამყაროში, აქვს ძალიან დაბალი სიმკვრივე(10−29გრ/სმ3) და არ შედის ჩვეულებრივ ნივთიერებასთან ურთიერთქმედებაში გარდა გრავიტაციულისა, ამიტომ ლაბორატორიულ პირობებშიც ძნელი იქნება მისი აღმოჩენა. ასეთი ღრმა ზემოქმედება სამყაროზე ბნელი ენერგიის მიერ სივრცეების ერთგვაროვანი და ყოვლისმომცველი შევსებით აიხსნება.

ატომი

 წარმოდგენა ელემენტარულ ნაწილაკებზე ეფუძნება ნივთიერების დისკრეტულობის ფაქტს, ის არსებობს როგორც მატერიის ასევე ენერგიის სახით(ელემენტარული ნაწილაკები, ენერგია და ნივთიერება ერთი და იგივეა, E=mc²). ზოგიერთ ნაწილაკს რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია, თუმცა მათი ნაწილებად გამოყოფა შეუძლებელია. სხვებს არ გააჩნიათ სტრუქტურა, მათ ფუნდამენტალურებს უწოდებენ.

გრავიტაცია

  გრავიტაცია (მსოფლიო მიზიდულობა, ლათინურად-gravitas-სიმძიმე) – უნივერსალური ფუნდამენტური ურთიერთქმედება ყველა მატერიალურ სხეულს შორის.