ჰაბლის კანონი

 პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების მერე ედვინ ჰაბლი(დაიჭრა და დემობილიზაცია გაუკეთეს) სამუშაოდ მაღალმთიან მაუნთ-ვილსონის ობსერვატორიაში(კალიფორნია) მოეწყო, რომელიც მაშინ მსოფლიოში ყველაზე კარგად აღჭურვილი ობსერვატორია იყო.

სუსტი ურთიერთქმედება

  ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთი. ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოქმედი სუსტი ურთიერთქმედება(ს.უ.) გაცილებით სუსტია ელექტრომაგნიტურზე, თუმცა გაცილებით ძლიერი გრავიტაციულზე. ოთხმოციან წლებში დადგინდა, რომ ს.უ. და ელექტრომგნიტური ურთიერთქმედება ერთიანი ელექტროსუსტი ურთიერთქმედების განსხვავებული გამოვლინებაა.

ბნელი მატერიის გალაქტიკა

ასტრონომებმა ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკა აღმოაჩინეს. მის აღმოსჩენად მეცნიერებმა ე.წ. აინშტაინის გრავიტაციული ლინზა გამოიყენეს.

ობსერვატორია ჯემინიმ რევოლუციური ინსტრუმენტი შექმნა

2011 წლის 16 დეკემბერს, ათ წლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობის შემდეგ, ობსერვატორია ჯემინი-სამხრეთში(ჩილე), ახალი თაობის ადაპტიური ოპტიკით გადაღბული პირველი ულტრა-მკვეთრი ფართოფორმატის გამოსახულება მიიღეს.

კუროს თანავარსკვლავედში თბილი წყალი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავების პროტოპლანეტარულ დისკოებში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს, რაც ასეთი ტიპის პირველი აღმოჩენაა. მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Astronomy and Astrophysicsში გამოქვეყნდება, მოკლე პრეპრინტის წაკითხვა კი arXiv.org-ზეა შესაძლებელი.

 

გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები

  პლანეტებისა და ვარსკვლავების შესწავლის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მზის, კომეტების, ასტეროიდებისა და მეტეორიტების – ასწლეულებს. აი გალაქტიკების მეცნიერული კვლევა კი მხოლოდ 1920 წლიდან დაოწყო.

სადილი შავი ხვრელისათვის

ყველაზე დიდმა ტელესკოპმა(VLT, ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) დააფიქსირა ღრუბელი, რომელიც შავი ხვრელისკენ მიქრის. ხსენებული გაზური ღრუბლის მასა დედამიწისაზე რამდენიმეჯერ მეტია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაიმზირება ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს მისული და შთანთქმისათვის განწირული გაზურ-მტვროვანი ღრუბელი.

 

სირიუსი

  სირიუსი(ლათ. Sirius), თანავარსკვლავედ დიდი ქოფაკის α – ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი. მისი დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე უბნების გამოკლებით.