კიდევ უფრო იდუმალი ბნელი მატერია

ბნელი მატერია მჭიდროდ უნდა იყოს თავმოყრილი გალაქტიკების ცენტრებში. ამის მაგივრად კი, ჯუჯა გალაქტიკებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ის მათში თითქმის თნაბრადაა გადანაწილებული.

 

 

ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია

ბარიონული ბნელი მატერია

ბარიონულია ჩვენთვის ცნობილი ნორმალური ნივთიერება, მატერია, რომელიც შედგება პროტონების, ნეიტრონების და ელექტრონებისგან. არსებობს ბარიონული ანტიმატერიაც.ბნელი მატერიის მცირე ნაწილი(4-5%) ჩვეულებრივი ნივთიერებისგან(ბარიონული) შედგება, რომელიც საერთოდ ან თითქმის არ ასხივებს და ჩვენთვის უხილავი რჩება.

 

ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.